სრული სიგიჟე! - რაზე მოუწევს უარის თქმა მბაპეს?

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე, სამეფო კლუბის კილიან მბაპეს გარდა არავისზე ფიქრობს.


როგორც ფეხბურთელმა განაცხადა, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, მისთვის მომავალთან დაკავშირებული საკითხები მეორეხარისხოვანია, შესაბამისად, ტურნირის დასრულების შემდეგ გაირკვევა ყველაფერი.

საგულისხმოა, რომ მხოლოდ "რელის" გაძლიერებული ინტერესი არ კმარა მბაპეს გასამადრიდელებლად. პარიზული გუნდის მფლობელმა, ყოვლისშემძლე შეიხმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში დასძინა, რომ კილიანის გაშვებას არცერთ შემთხვევაში არ აპირებს. ნასერ ალ ხელაიფი სუპერ შეთავაზებას უმზადებს ახალგაზრდა ვარსკვლავს.

გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის დედაქალაქში დარჩენის სანაცვლოდ, მბაპეს ყოველწლიური ხელფასის გაზრდას 50 მილიონ ევრომდე ჰპირდებიან, რაც სრული სიგიჟეა და მეტი არაფერი.

ამ შემთხვევაში, როცა საქმე ფინანსებს ეხება, "რეალი" უბრალოდ უძლურია. "თეთრების" მაქსიმუმი, ფეხბურთელისთვის 25 მილიონი ევროს შეთავაზება იქნება.

თავად მბაპეს არა ერთხელ გამოუთქვამს მადრიდში თამაშის სურვილი, თუმცა პარიზისთვის უარის თქმა რომ ძალიან რთულია, ამას ყველა კარგად ხვდება.

BD dle 10.1


1

29 ივნისი 2021 00:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1706
თუ არ წამოვიდა ესეც კარგი ფულის მონა ყოფილა.პესეჟეს ხო ვერ ვიტან ვაფშე ფულის ტომარა ერთადერთი რამ რაც იქ ფეხბურთელებს აჩერებს ფულია ოდესმე ამოეწურებათ და ჩაიძირებიან ალბათ შეიხები და მათი სასტავი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)