ალაბა - ანჩელოტის ახალი დილემა

როგორც იცით, დავიდ ალაბამ და ავსტრიის ეროვნულმა ნაკრებმა, იტალიასთან მარცხის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულეს.


დღეიდან, "რეალის" ახალწვეული კუთვნილი არდადეგებით ისარგებლეს და მხოლოდ 21 ივლისს ჩაფრინდება ესპანეთის დედაქალაქში, სადაც 5 ივლისს იწყება წინასასეზონო მომზადების პროცესი.

ალაბამ კონტინენტის პირველობაზე 4 შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. მის ანგარიშზეა 33 გამომუშავებული ბურთი, 10 მოგებული დუელი, 243 გადაცემა (83%-იანი სიზუსტით), 2 ასისტი და 48 ჩაწოდებული ბურთი მეტოქის საჯარიმოში. საგულისხმოა, რომ ჩამოთვლილ კომპონენტებში ავსტრიელი ერთ-ერთი საუკეთესოა ტურნირზე მონაწილე ფეხბურთელებს შორის. მისი განვლილი ბურთაობა შეიძლება შეფასდეს, როგორც წარმატებული.

ბუნებრივია, მისი სახით, სრულიად უფასოდ, "ბლანკოსმა" სერიოზული გაძლიერება მიიღო, მაგრამ ახლა მთავარ გამოწვევად რჩება მისი პოზიცია, რაც ერთგვარი დილემაა ანჩელოტისთვის.

დავიდმა საფეხბურთო კარიერა დაცვის მარცხენა ფრთაზე დაიწყო, თუმცა ბოლო პერიოდში დიდ დროს ატარებს ცენტრში. ამასთანავე, მას საყრდენის პოზიციაზეც ძალუძს ასპარეზობა. ევროპის ჩემპიონატზე კი ალაბა ხშირად იცვლიდა ამპლუას.

ჯერ-ჯერობით, უცნობია რას გეგმავს იტალიელი სპეციალისტი. როდესაც ისინი მიუნხენში მოღვაწეობდნენ, მოთამაშე ცენტრალური მცველის ფუნქციებს ირგებდა და დიდი ალბათობით, ასე იქნება მადრიდშიც. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სამწვრთნელო შტაბი ალაბას მენდისა და მარსელოს კონკურენტად მოიაზრებდეს.

სერხიო რამოსის წასვლის შემდეგ, "რეალის" მთავარ პრობლემას სწორედ მისი დანაკლისის აღმოფხვრა წარმოადგენს.

AS dle 10.1


1

27 ივნისი 2021 19:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1850
კარვახალი-მილიტაო-ალაბა-მენდი იქნება უეჭველი (აბა რამოსი და ვარანი თუ წავიდნენ... არცაა გამორიცხული მცველი არ დაიმატონ და მთელი ტრანსფერი მბაპეს მოხმარდეს, შემდგომ კი გაკეთდება რამოდინმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი(ფულიც მობილიზებული იქნება სამომავლოდ) დაცვაშიც-ნახევარ დაცვაშიც და ა.შ))

2

27 ივნისი 2021 21:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5272
ამ დებილმა დე ლიხტმა გააგდო ჰოლანდია რაც სასვარკეთში გადავიდა ვერ განვითარდა

დანია ჩეხეთი ერთ ერთი ნახევარფინალში რომ იქნება მაგარია

3

27 ივნისი 2021 23:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4886
წელს ტრანსფერები არ იქნება უდიდესი ალბათობით. პერესმა მთელი რესურსი მბაპეს ან ჰალანდის ტრანსფერზეა მიმართულიო მაგრამ ჰალანდი 2022 წელს მოდის და მბაპე ძალიან საეჭვოა

4

27 ივნისი 2021 23:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2588
გაგანია ევროპის ჩემპიონატია და სამი კომენტარი მარტო... სასწაული აქტივობააა ....დაეტყო ადმინის ხელი .... ააგუგუნა საიტი... wink პ.ს. ყველაფერი გააკეთა ბოლო წლებში რომ საიტი ჩაძირულიყო fellow fellow

5

28 ივნისი 2021 00:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 121
ციტატა: lekino
გაგანია ევროპის ჩემპიონატია და სამი კომენტარი მარტო... სასწაული აქტივობააა ....დაეტყო ადმინის ხელი .... ააგუგუნა საიტი... wink პ.ს. ყველაფერი გააკეთა ბოლო წლებში რომ საიტი ჩაძირულიყო fellow fellow

კაცურად რას გულისხმობ რ9 Ჭრდვას ხო? მე პირადად მაგ მარაზკის გამო მეზარება კონენტსრი ოიარა საიტზე Შემოსვალ აზრი არ აქ ელაპარაკე და იყავი საიტი გააფარᲩაკა ისე Ჭედავს

ახლა რო არეულად მიწერია კომენტარი მაგიც საიტის ბრალი იმენა
-----------------------
მესი-კარიერაში მაისური ერთადერთ ფეხბურთელს ვთხოვე, და ეს ზიდანი იყო. რონალდიონიო-ზიდანი ერთადერთი იყო ვინც ბრაზილია და ბრაზილიელები არაფრად ჩაგვთვალა. ხენტო-6 ლიგა, რონალდო-5 ლიგა, ბარსელონა 5 ლიგა. RIP KOBE.

6

28 ივნისი 2021 00:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5272
პორტუგალიას არ უმართლებს მაგრამ რად გინდა წინა ევროზე რაც გაუმართლათ მეტი რა გინდა და კიდევ უფრო დავრწმუნდი რომ ფეხბურთი 80% გამართლებაა

აზარმა იმედია ტრავმა არ მიიღო დღეს არ იყო ცუდი

7

28 ივნისი 2021 01:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5968
ეგ ბელგია ვერასდროს ვერ მოიგებს ვერანაირ ჩემპიონატს ამათ გადაუვლის იტალია. გაძვრნენ დღეს გამართლებით, ფრანცია ჩემპიონ.
-----------------------
ჰალამადრიდ.

8

28 ივნისი 2021 01:09

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ფინეთანაც 90წუთი ათამაშეს არაფრის მომცემ თამაში და ეხლაც 90წუთი ყავდა მოედანზე და აზარმა კლუბში როდის ითამაშა მთელი თამაში რო კითხო ვერ გიპასუხებს.. ასე დატვირთვა არ შეიძლება ამ ბიჭის. დუფრისზე იყო საუბარი რეალს მოეწონაო.. რენატო სანჩესიც ძალიან მუშა ფეხბურთელია და შეტევაშიც არ მოიკოჭლებს ბაბუმ გაიკრას ჯიბეზე ხელი ათასი ხარახურას რო ყიდულობს ან სად ნახულობს

ციტატა: ilarioni
ამ დებილმა დე ლიხტმა გააგდო ჰოლანდია რაც სასვარკეთში გადავიდა ვერ განვითარდა

დანია ჩეხეთი ერთ ერთი ნახევარფინალში რომ იქნება მაგარია

მაგან კიელინი ბონუჩისგან თუ ვერ ისწავლა დაცვაში თამაში აბა ბარსაში და რეალში ვაბშე ვერ ისწავლიდა )))) ელჯიპიტა მცველია

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (56)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)