ანჩელოტიმ პერესს პირობა მისცა

ედენ აზარი უკვე 2 სეზონის განმავლობაში ირიცხება სამეფო კლუბის რიგებში.


თავის დროზე, მადრიდის „რეალში“ დიდ იმედებს ამყარებდნენ ბელგიელი ნახევარმცველის ტრანსფერზე. სამწუხაროდ, გაუთავებელი ტრავმების გადამკიდე, ფეხბურთელს ესპანეთის დედაქალაქში თავის გამოჩენის საშუალება არ მიეცა.

DC-ის ინფორმაციით, „შვიდიანის“ ათამაშება, კარლო ანჩელოტისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. იტალიელმა დამრიგებელმა კლუბის პრეზიდენტს პირობა მისცა, რომ ახალი სეზონიდან ძველ აზარს დააბრუნებს მოედანზე და ამაში მას ანტონიო პინტუსი დაეხმარება.

სამწვრთნელო შტაბი სპეციალურ გეგმას შეუდგენს ედენს, რომელიც ამ უკანასკნელს სათანადო კონდიციების აკრეფაში დაეხმარება. პირველ რიგში, მოხდება მისი წონის დარეგულირება და ფიზიკური მონაცემების გაძლიერება. პინტუსი საკმაოდ მომთხოვნი იქნება შეგირდის მიმართ.

ამასთანავე, კარლიტო აპირებს, ფსიქოლოგიური მიმართულებითაც იმუშავოს აზართან. ის, რომ ახალ დამრიგებელს არაჩვეულებრივად გამოსდის ფეხბურთელებთან ურთიერთობა, ეს სიახლე არ არის.

ერთი სიტყვით, გუნდის მწვრთნელები დიდ ძალისხმევას გაიღებენ, რათა მოთამაშისგან მაქსიმალური სარგებელი გამოწურონ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

DC
dle 10.1


1

27 ივნისი 2021 00:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2189
იტალია ავსტრიას ვინც უყურებთ ალაბას თუ აკვირდებით მხეცია ტიპი..
ეგ მაგარი ვინმე დავითრიეთ..
-----------------------
მოხდების ხოლმე არწივი
დაჭრილი დაბლა დავარდეს,
მაგრამ ქათამი ზეცაში
ვერასდროს გაინავარდებს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)