მარსელოს რთული ამოცანა

განვლილი სეზონის უფერულად ჩატარების შემდეგ, მარსელოს მადრიდული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.


„დიახ, ის აუცილებლად დარჩება სამეფო კლუბში. მან ეს დაიმსახურა. რთულია ისეთი განაპირა მცველის მოძიება, როგორიც მარსელოა. ის და კარლოსი საუკეთესონი არიან ფეხბურთის ისტორიაში “ - დასძინა ფლორენტინო პერესმა Onda Cero-ს ეთერში და სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელის ირგვლივ გავრცელებულ ჭორებს ბოლო მოუღო.

მარსელო, რომელიც 2007 წლის იანვრიდან ღირსეულად ატარებს თეთრ მაისურს, რამოსის წასვლის შემდეგ, შემადგენლობის კაპიტანი გახდა. მას 2022 წლის ზაფხულში ეწურება მოქმედი ხელშეკრულება კლუბთან და უკვე ეჭვაგრეშეა, რომ ბოლომდე შეასრულებს მას.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „თორმეტიანის“ უკანასკნელი საფეხბურთო წელი არასახარბიელო გამოდგა - მხოლოდ 1337 სათამაშო წუთი. ჩემპიონატის დასაწყისში, ის სასტარტო შემადგენლობის წევრად მოიაზრებოდა, თუმცა ფერლანდ მენდის სტაბილურმა და საიმედო ბურთაობამ, მარსელო მყარად გაამწესა სათადარიგო სკამზე.

DC-ის ინფორმაციით, მარსელო აქტიურად იყენებს არდადეგების პერიოდს, რათა სასურველი ფიზიკური ფორმა აკრიფოს. ის 5 ივლისს, თანაგუნდელებთან ერთად დაიწყებს წინასასეზონო მომზადების პროცესს. მისი მიზანია, რომ დაიბრუნოს ძველი სათამაშო კონდიციები და ახალ სეზონში ძირითადი თერთმეტეულისთვის იბრძოლოს. ბრაზილიელის საუკეთესო წლები უკან არის, თუმცა არაფრის დათმობას არ აპირებს. ის ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ფრანგ კოლეგას.

AS, DC dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (62)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)