ჰოლანდის აგენტი „რეალის“ წინააღმდეგ

როგორც იცით, ერლინგ ჰოლანდი სამეფო კლუბის სატრანსფერო ჩამონათვალში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს.


ფლორენტინო პერესი გეგმავს, რომ მიმდინარე ზაფხულში კილიან მბაპეს გამადრიდელება გაჩარხოს, ხოლო გაისად, ნორვეგიელ გოლადორს ჩააცვას თეთრი მაისური. ABC-ის ინფორმაციით, მინო რაიოლა, რომელიც დორტმუნდელის საფეხბურთო წარმომადგენელია, ყველაფერს აკეთებს, რათა ჰოლანდი მომდევნო თვეების განმავლობაში გაასხვისოს. მისი აზრით, ახლა საუკეთესო მომენტია იმისათვის, რომ ფეხბურთელმა რომელიმე ევროპული გრანდის კარი შეაღოს. ეს ყველაფერი კი, „რეალის“ წისქვილზე ნამდვილად არ ასხამს წყალს.

დიდად არც „ბორუსიას“ სურვილს წარმოადგენს ერლინგის გაშვება 2021 წელს. მათ რიგებს უკვე ტოვებს სანჩო და ზედიზედ ორი ლიდერის გაშვება, „ყვითლებისთვის“ სერიოზული დარტყმა იქნება. გერმანელები მის წასვლაზე მწვანე შუქს, მხოლოდ მეტად სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში აანთებენ.




dle 10.1


1

25 ივნისი 2021 19:21

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მგონია რომ პერესი წელსაც დიდად არ იაქტიურებს ბაზარზე... არადა მაგრად აგვიანებს რონი რო წავიდა ჯერ კიდევ მაშინ უნდა განეახლებინა შემადგენლობა მას მერე რამდენი წელი გავიდა ეხლა რამოსი წავიდა...მარსელოს მადლობა ყველაფრისთვის მაგრამ უსარგებლოა ეხლა თან დიდ ხელფას იღებს მბაპეც რო ვიყიდოთ მაინც არ ეშველება გუნდს სრულიად ჭირდება გუნდს განახლება ხარახურა ხალხი გაუშვან და მბაპე ჰალანდი პაუტორესი და ცენტრ ნახევარმცველია საყიდელი. სხვაგვარად ისევ უნდა ვიწვალოთ მთელი სეზონი.....

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)