პერესი:,,ცვლილებები იქნება"

ფლორენტინო პერესმა „რეალის“ სამომავლო ტრანსფერბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდს აქვს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი გეგმა...


„ჩვენ მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ვმუშაობთ. ვიცით, რა საჭიროებები გვაქვს და რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.“

„ტრანსფერები აუცილებლად განხორციელდება, რომელიც კლუბისთვის უმნიშვნელოვანესია. ასევე გაიყიდება რამდენიმე ფეხბურთელი და მივიღებთ ფინანსურ სარგებელს.“

„მნიშვნელოვანია, რომ კოვიდ პანდემიასთან ბრძოლა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და გუნდების ფინანსური შესაძლებლობების ზრდა სულ მალე დაფიქსირდება.“

„გვაქვს მოკლე და გრძელვადიანი გეგმები, რომელიც გუნდმა უნდა განახორციელოს. ჩემი მიზანი „ბლანკოსში“ ყოველთვის უმაღლესი კლასის ფეხბურთელების მოყვანა იყო და ახლაც ასე იქნება.“

„ახალი ბერნაბეუს რეკონსტრუქციის პროექტი დიდ სარგებელს მოიტანს და კლუბის ბიუჯეტს უფრო ქმედითს გახდის.“

„სუპერლიგის პროექტი? ფეხბურთი ეტაპობრივად კარგავს ინტერესს, თუ რამე არ შეიცვალა, ჩვენ კიდევ უფრო დიდ რეგრესს, სატელევიზიო გაყიდვების კლებას და საბოლოო ჯამში ფიასკოს ვიხილავთ. მე ვრჩები ამ ფორმატის ერთგული და მჯერა, რომ სუპერლიგას შეუძლია ფეხბურთის გადარჩენა და ეს ბევრი კლუბის ხელმძღვანელობამ უნდა გაითვალისწინოს.“

„ჩეფერინისთან დიდი ხანია არ მისაუბრია, მის თვალწინ ფეხბურთი კვდება, ხოლო კლუბები ასეულობით მილიონს კარგავენ, თუმცა რეაქცია არ არსებობს. ხალხი მხოლოდ საკუთარი გავლენების შენარჩუნებაზე არის ორიენტირებული.“ dle 10.1

  • Hala
  • 25 ივნისი 2021
  • 1644
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)