ანჩელოტისა და ოდეგარის გზები ისევ გადაიკვეთა

2015 წლის 23 მაისს, მარტინ ოდეგარმა პირველად მოირგო სამეფო კლუბის მაისური.


საგულისხმოა, რომ ნორვეგიელ ფეხბურთელს სწორედ კარლო ანჩელოტიმ მისცა მსოფლიოს საუკეთესო კლუბში დებიუტის საშუალება. „ხეტაფესთან“ შეხვედრაში, 16 წლისა და 156 დღის მოთამაშემ, კრიშტიანუ რონალდუ შეცვალა. ამ უკანასკნელმა მოედანი ჰეთ-თრიქის შესრულების შემდეგ დატოვა, ხოლო მარტინი კი ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენი გახდა კლუბის ისტორიაში, რომელსაც სათამაშო წუთები ერგო ოფიციალურ მატჩში: „ჩემთვის ძალიან განსაკუთრებული იყო „ბერნაბეუზე“ გამოსვლა. ბედნიერი და ამაყი ვარ. თავი მეტად კომფორტულად ვიგრძენი. აქ პირველ სეზონს ვატარებ და ვცდილობ მაქსიმალურად დავიხარჯო“ - დასძინა ნამატჩევს ოდეგარმა.

პირველი შეხვედრიდან 6 წლის შემდეგ, მარტინისა და კარლიტოს გზები ისევ გადაიკვეთა. მან „არსენალში“ 6 თვიანი კარიერა დაასრულა და კვლავ ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნდა. არადა, განვლილი სეზონი ოდეგარმა ზიდანის განკარგულებაში დაიწყო, თუმცა მხოლოდ 9 შეხვედრაში მიეცა თავის გამოჩენის საშუალება: „სიტუაცია არის შემდეგნაირია - მე სამეფო კლუბის ფეხბურთელი ვარ და დაახლოებით 2 კვირაში წინასასეზონო მომზადება დავიწყებ გუნდთან ერთად. „რეალმა“ მკაფიოდ განმიმარტა, რომ ჩემი დაბრუნება სურთ“ - განაცხადა შემტევმა ნახევარმცველმა რამდენიმე დღის წინ.

ოდეგარი კლუბის წარმომადგენლებმა დაარწმუნეს, რომ „რეალისთვის“ ნიშანდობლივი ფიგურაა. მართალია, შემადგენლობაში კროოსისა და მოდრიჩის სახით შეუცვლელი მოთამაშეები ირიცხებიან, თუმცა სეზონის სირთულიდან გამომდინარე, ძლიერი განაცხადი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

AS
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (19)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)