რას ფიქრობს ანჩელოტი ანტონიო ბლანკოზე?

კარლო ანჩელოტის ფორმაციის „რეალში“ ახალგაზრდა ფეხბურთელების როლი დიდი იქნება.


სამეფო კლუბში დაბრუნების შემდეგ, იტალიიელ სპეციალისტს, არა ერთი ნიჭიერი მოთამაშე დახვდა. მათ შორისაა ანტონიო ბლანკო. ეს უკანასკნელი განვლილ სეზონში გამოჩნდა „ბლანკოსის“ პირველ გუნდში და მყისვე დაიპყრო გულშემატკივრების გულები.

ზიდანის მეთვალყურეობის ქვეშ, კასტილიელმა 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საერთო ჯამში 218 წუთი გაატარა საქმეში. ის განსაკუთრებით გამოირჩეოდა „კადისთან“ ჩატარებულ შეხვედრაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ანჩელოტის დეტალურად აქვს შესწავლილი ბლანკოს შესახებ არსებული ვიდეოები და მოხსენებები. მას ძალიან მოსწონს 20 წლის ნახევარმცველის ბურთაობა და მეტიც, პაპა კარლო ფიქრობს, რომ მისგან სრულიად შესაძლებელია „ახალი კაზემირო“ გამოითალოს.

ანტონიო აუცილებლად მოხდება „რეალის“ ახალი სეზონის 25 ფეხბურთელიან განაცხადში. ის სათადარიგო სკამზე იჯდება და საჭიროების შემთხვევაში მოედნის ცენტრს დაიკავებს.

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)