ანჩელოტისა და პინტუსის გეგმა მოდრიჩთან დაკავშირებით

ლუკა მოდრიჩი ეროვნულ ნაკრებთან ერთად მერვედფინალური დაპირისპირებისთვის ემზადება. მათი მეტოქე ლუის ენრიკეს ესპანეთი იქნება.


ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი „რეალის“ ნახევარმცველმა დიდებულად დაასრულა. 3 მატჩის თავზე, ის თითო-თითო გოლს, ასისტსა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშის წოდებას მოითვლის. 35 წლის ასაკის სპორტსმენისათვის, მსგავსი შედეგი ნამდვილად საამაყოა.

აღსანიშნავია, რომ ლუკა დიდებულად გაისარჯა 2018 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზეც. მაშინ, ფეხბურთელი თანამემამულეებს ფინალისკენ გაუძღვა და ტურნირის დასრულების შემდეგ, „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა.

გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ, რომ რუსეთში ჩატარებულ წარმატებულ მუნდიალს, მოდრიჩმა საშინელი საკლუბო სეზონი მოაყოლა. ეს პირველ რიგში მისი ფიზიკური კონდიციების გამო მოხდა.

მაშასადამე, არცთუ ისე სახარბიელო წარსულიდან გამომდინარე, ანჩელოტი და პინტუსი უკვე ფიქრობენ ლუკას პრეს-სეზონზე და სპეციალურ გეგმასაც ამუშავებენ მისთვის. როდესაც ხორვატიის კაპიტანი კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობას დაასრულებს, დაახლოებით 21 დღე ექნება დასვენებისათვის. მადრიდში დაბრუნებულს კი, საგანგებო რეჟიმში მოუწევს წინასასეზონო მომზადების ეტაპის გავლა, რათა ახალ სეზონს სათანადო ფორმაში შეხვდეს.

ლუკა მოდრიჩმა რამდენიმე კვირის წინ, 2022 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი სამეფო კლუბთან. თუ ფეხბურთელი ამავე ტემპში გააგრძელებს ბურთაობას, მისი ხელშეკრულება კვლავ გადაიხედება. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)