მელი: „სებალიოსს ვურჩიე, რომ „ბარსელონაში“ გადასულიყო“

პეპე მელმა La Gazzetta dello Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, დანი სებალიოსზე ისაუბრა.


„ის მხოლოდ 18 წლის გახლდათ, მაგრამ მყისვე მოახერხა ჩვენი გაკვირვება. ეს პირველ რიგში ხასიათის დამსახურებაა. დანი არ ერიდებოდა ორთაბრძოლებს და ყოველთვის ბურთის ძიებაში იყო.“

„ვფიქრობ, სებალიოსი პირლოსა და გატუზოს მიქსია. ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ ის ნახევარდაცვაში ირჯებოდა, თუმცა წარმატებით შეუძლია ბურთაობა ე.წ. ათიანის ამპლუაშიც.“

„„ბეტისში“ ასპარეზობის ჟამს, გულშემატკივრებს შთაბეჭდილება ჰქონდათ, რომ სებალიოსის სახით მოედანზე ვეტერანი ფეხბურთელი იმყოფებოდა. დანიელს ყოველთვის ბურთისკენ ეჭირა თვალი და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. ერთადერთი მინუსი რაც აქვს, შედეგიან დარტყმებში მოიკოჭლებს.“

„ჩემი აზრით, პრემიერ ლიგა მისი სტილისთვის შეუსაბამოა. ის იდეალურად მოერგება სერიას ა-ს. „მილანი“ ზედგამოჭრილია მისთვის.“

„თავის დროზე, „რეალთან“ ერთად „ბარსელონაც“ იყო დაინტერესებული სებალიოსის ტრანსფერით. მაშინ, ვურჩიე, რომ კატალონიისკენ აეღო გეზი, სადაც მეტი შესაძლებლბა ექნებოდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ „რეალში“ არ ძალუძდა თავის დამკვიდრება.“

პეპე მელი 2014-2016 წლებში წვრთნიდა სებალიოსს „ბეტისის“ რიგებში. ის ამჟამად „ლას პალმასის“ დამრიგებელია.

AS dle 10.1


1

24 ივნისი 2021 18:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1954
სებალიოსისთანა ფარჩაკ ფეხბურთელს რეალში არ უთამაშია.მაგრად ჭეჭყავს პეპე მელი.😂😂😂😂😂😂😂

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)