ვარანის აგენტი „რეალს“ დაუკავშირდა

„რეალიდან“ სერხიო რამოსის წასვლის შემდეგ, სატრანსფერო სიახლეების უმრავლესობა რაფაელ ვარანს უკავშირდება.


The Athletic-ის ცნობით, ფრანგი ფეხბურთელის აგენტი „რეალს“ დაუკავშირდა და განუცხადა, რომ ცენტრალურ მცველს ახალი გამოწვევის მიღება აქვს დაგეგმილი და შესაბამისად, მიმდინარე ზაფხულში ესპანეთის დედაქალაქს დატოვებს.

ამავე გამოცემის ინფორმაციით, ვარანს ყველაზე მეტად „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაში იზიდავს. dle 10.1


1

23 ივნისი 2021 21:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 67
მართლა არ მესმის, როგორ შეიძლება კლუბის ლეგენდას (რამოსი) ხელფასის 10%-ის შემცირებაზე და დამატებით ერთ წლიან ხელშეკრულებაზე ,,ევაჭრებოდე” მთელი წელი და მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკების პროცესში რამოსის ძმამ, როგორც აგენტმა გარკვეულ ასპექტებში შეცდომა დაუშვა, ასე სამარცხვინოდ უშვებდე და მეორეს მხრივ ვარანს, რომელიც ჩემი სუბიექტური აზრით არ წარმოადგენს რეალის დონის ფეხბურთელს (არაერთი უხეში შეცდომის გამო, ჩამოთვლას არ დავიწყებ) დარჩენას ეხვეწებოდე?! რეალმა და რამოსის დაზღვევებმა აქცია ვარანი იმად, რასაც დღეს ,,წარმოადგენს”! კიდევ ერთი - პეპე, რომელიც სულს და გულს დებდა ყველა თამაშში ვარანის გამო გაუშვეს! ვისაც წასვლა უნდა - უნდა წავიდეს ცალსახად! პ.ს. პერესისთვის ფეხბურთი არასოდეს ყოფილა სპორტი! ყველა კლუბის ისტორიას და გულშემატკივარს პატივს ვცემ, მაგრამ რეალი ჩემთვის სხვა განზომილებაა!

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)