მოდრიჩი - ცუდი სიახლე ოდეგარისთვის

ლუკა მოდრიჩი დიდებული მატჩი ჩაატარა შოტლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. მან ჯერ შორეული დარტყმით თვითონ გაიტანა, ხოლო შემდეგ საგოლე გადაცემა გაუკეთა თანაგუნდელს.


ხორვატი ნახევარმცველის შესანიშნავი გარჯით კმაყოფილნი არიან მადრიდში. ერთადერთი ადამიანი, ვისაც შესაძლებელია 35 წლის ფეხბურთელის ფეერიული ასპარეზობა არ სიამოვნებდეს, მარტინ ოდეგარია. ამ უკანასკნელის ოცნებას წარმოადგენს „რეალის“ რიგებში დაბრუნება და სათამაშო წუთების მიღება, თუმცა ლუკას ბურთაობის შემხედვარე რთული წარმოსადგენია, რომ მისი შემადგენლობიდან ამოგდება რომელიმე მოთამაშემ მოახერხოს.

განვლილი სეზონის შუაწელში, სწორედ მოედანზე პრაქტიკის არ ქონის გამო წავიდა ნორვეგიელი ფეხბურთელი „არსენალში.“ მან ზიდანის ნდობა ვერ მოიპოვა და ახლა იმედი აქვს, რომ ანჩელოტისთან სხვანაირად წარიმართება ყველაფერი, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამის შანსი ძალიან ნაკლებია.

ბოლო 1 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც 2020 წლის 14 ივნისს „ეიბართან“ მატჩით პრიმერა დივიზიონი განახლდა, კლუბისა და ნაკრების რიგებში, მოდრიჩმა 72 შეხვედრა ჩაატარა (შესაძლო 80 მატჩიდან). სულ რაღაც 3 თვეში ის 36 წლის ხდება და ამ ასაკში შეხვედრების 90 პროცენტში მონაწილეობის მიღება, ნამდვილად შთამბეჭდავია.

აღსანიშნავია, რომ მადრიდის „რეალის“ ისტორიაში ის მე-7 ადგილს იკავებს იმ ლეგენდარულ ფეხბურთელებს შორის, რომლებმაც 35+ ასაკში ყველაზე მეტი შეხვედრა ჩაატარეს თეთრი მაისურით. ამ მომენტისათვის, ლუკას აქტივშია 48 მატჩი. მას ისეთი გვარები უსწრებენ, როგორებიცაა: ამანსიო (54), ხენტო (69), მიგელ ანხელი (93), დი სტეფანო (99), პუშკაში (120) და პაკო ბუიო (160).
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)