შედგა თუ არა კომუნიკაცია ანჩელოტისა და ზიდანს შორის?

კარლო ანჩელოტიმ მადრიდის „რეალის“ პრე-სეზონის დაწყება 5 ივლისისთვის დააანონსა.


სამეფო კლუბში დაბრუნებისას გამართულ პრესკონფერენციაზე, იტალიელმა სპეციალისტმა წინამორბედზე ისაუბრა: „რა შემიძლია გითხრათ ზიდანზე? მან „ბლანკოსში“ არა ერთი ტიტულის მოგება მოახერხა და საერთო ჯამში საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა. ვფიქრობ, ყველანი მადლიერნი უნდა ვიყოთ ფრანგის მიერ ჩატარებული სამუშაოებით. მწვრთნელები მიდიან და მოდიან - ეს ფეხბურთია. მოვლენების ისე სწრაფად განვითარდა, რომ მასთან კომუნიკაცია არ მქონია, თუმცა აუცილებლად დავუკავშირდები.“

როგორც ესპანურ პრესაში იწერება, ამ დრომდე, „რეალის“ მოქმედ და ყოფილ მწვრთნელებს შორის რაიმე სახის ურთიერთობა არ შემდგარა, თუმცა კარლო ანჩელოტი პირველ შეკრებამდე (5 ივლისამდე) აუცილებლად დაურეკავს ზიდანს და მისგან საჭირო ინფორმაციას მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ დამრიგებლებს შორის დიდებული ურთიერთობა სუფევს. „ლა დესიმას“ ტრიუმფალურ სეზონში, ზიდანი სწორედ ანჩელოტის ასისტენტად მუშაობდა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (114)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)