ალაბამ ფავორიტი პოზიცია დაასახელა

მადრიდის „რეალის“ ახალწვეულ დავიდ ალაბას 3 პოზიციაზე შეუძლია თამაში. ავსტრიელ ფეხბურთელს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ მაინც რომელ ამპლუაში გრძნობს თავს ყველაზე კომფორტულად.


„ვფიქრობ, ყველაზე დიდი ხანი მარცხენა ფრთაზე მომიწია თამაში, ხოლო შემდეგ დაცვის ცენტრში. პერიოდულად, მწვრთნელები ნახევარდაცვაშიც მაძლევდნენ თავის გამოჩენის საშუალებას. ამ სამიდან ფავორიტი პოზიცია? სამივე ძალიან მომწონს. ჩემთვის მთავარია გუნდსა და თანაგუნდელებს დავეხმარო.“

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ალაბა მატჩებს ცენტრალური მცველის რანგში იწყებს და მეორე ტაიმის მიწურულს მარცხენა ფლანგზე გადადის: „როდესაც განაპირა მცველის ფუნქციებს ირგებ, უფრო მეტი ზემოქმედების მოხდენა შეგიძლია მატჩის მიმდინარეობაზე. განვლილ შეხვედრებში, მარტინ ჰინტერეგერს გავუცვალე პოზიცია და წინ წასვლა გადავწყვიტე, ვინაიდან მე გაცილებით სხვა იდეები მაქვს, როდესაც შეტევას ეხება საქმე. ეს ყველაფერი სპონტანურად მოხდა და უნდა აღინიშნოს, რომ მაკედონიასთან ჩვენმა გეგმამ კარგად იმუშავა.“

AS dle 10.1


1

21 ივნისი 2021 20:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1855
ისე ნაკრებში კი კარგად თამაშობს ალაბა, იმედია რეალშიც გაიბრწყინებს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)