მორიგი ანონსი - „რეალს“ კიდევ ერთი ვარსკვლავი ტოვებს!

ფრანგული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალს“ კიდევ ერთი ფეხბურთელი ტოვებს. ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, რაფაელ ვარანი ოფიციალურად დაადასტურებს, რომ სამეფო კლუბის რიგებს ემშვიდობება...


ახალ კონტრაქტზე შეთანხმება ვერ ხდება. მართალია, ფრანგს „ბლანკოსთან“ კიდევ 1 წლიანი ხელშეკრულება აკავშირებს, მაგრამ ფლორენტინო პერესის გეგმებში ფრანგი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაშვება არ შედის.

სამეფო კლუბს ვარანის სანაცვლოდ 70-იდან 80 მილიონ ევრომდე მიღება სურს. რაფაზე პრეტენზიას „პსჟ“, მანჩესტერ „იუნაიტედი“ და კიდევ რამდენიმე გრანდი აცხადებს. dle 10.1


1

18 ივნისი 2021 22:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
თუ მბაპე მოდის, მომავალი კაპიტანი არამგონია წასვლას ლამობდეს. მე დავტოვებდი ერთი წლით კიდევ.. შემდეგ 12-14 მილიონს დავუნიშნავდი ხელფასს და ფაქტია ამაზე უარს არ იტყოდა.. ახალ ბერნაბეუზე ლეგენდად ყოფნა არაა ცუდი პერსპექტივა.

2

18 ივნისი 2021 23:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 967
ციტატა: Royal_White
თუ მბაპე მოდის, მომავალი კაპიტანი არამგონია წასვლას ლამობდეს. მე დავტოვებდი ერთი წლით კიდევ.. შემდეგ 12-14 მილიონს დავუნიშნავდი ხელფასს და ფაქტია ამაზე უარს არ იტყოდა.. ახალ ბერნაბეუზე ლეგენდად ყოფნა არაა ცუდი პერსპექტივა.

ფულით გაჩერებული ფეხბურთელი არ დაიხარჯება ბოლომდე. მითუმეტეს როცა რეალი ხარ ფულის გამო არ უნდა მოდიოდნენ შენს გუნდში.

3

18 ივნისი 2021 23:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
Andre1
ვარანი ახლა ფულს არ ითხოვს, მისი მონდომების და დონის შესაბამის ანაზღაურებას ითხოვს.. ყველაფერთან ერთად პოტენციურად გასახდელის ლიდერი უნდა გახდეს, ამდენად უნდა გამოჩნდეს გუნდში მისი მნიშვნელობა. რაც ვერ მოხდება იმ პირობებში რომ ალაბაში 12 მილიონი დაიხარჯება სახელფასო ჭერიდან.. ზოგადად პროფესიონალიზმი ისეთი რამეა, რომ ინერციით ამოტივირებს ადამიანს, თორემ ესპანეთის ოქროს თაობას კარიერა მეორე ევროპის მერე უნდა დაესრულებინა.. მაგრამ გამარჯვებულის მენტალიტეტი და პროფესიონალიზმი სრულყოფის გზაზე დგას მუდმივად. ვარანს ყველაფერი აქვს მიცემული რეალისთვის. ახლა რეალმა უნდა გადაწყვიტოს მისცეს თუ არა ყველაფერი ვარანს. რამოსის შემთხვევაში პირიქით იყო. რეალმა ყველაფერი მისცა და ბოლოს რამოსმა რაღაც დაიტოვა თავისთვის. ეგოიზმი ვერ გადალახა. ამდენად ქიმიური რეაქციაც შეწყდა ხელოვნურად ☺️

4

19 ივნისი 2021 00:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1706
წავიდეს კაცო უმოტივაციო ფეხბურთელი სულ რო თავისი ნიჭით ქვას ხეთქავდეს არაა საჭირო მთავარი ჟილკაა მით უმეტეს მცველში.

5

19 ივნისი 2021 09:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1437
ვარანეს გასახდელის ლიდერობა არ გაიშვა მაგის გახსნილი პირი არ მინახავს მუნჯია ტიპი რაის გასახდელის ლიდერობა წავიდეს სადაც უნდა არც ამით დაწყებულა და არ ც ამით დამთავრდება რეალი

6

19 ივნისი 2021 11:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
ნუ იტყვი, ტონი კროოსი არაა ლიდერი? მაგრამ ჩუმია. რაღაც ყიჟინი და გულზე მჯიღის რტყმა ხომ არ არის ლიდერობა? დამაჯერებლობა რომელიც ნახევარდაცვას აქვს ვარანის დიდი დამსახურებაა. მოკლედ თუ წასვლა უნდა, წავიდეს. მაგრამ დაკნინება რა საჭიროა?

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (251)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)