ვინ იქნება „რეალის“ ახალი ლიდერი?

მომდევნო სეზონი მეტად საინტერესო უნდა გამოდგეს სხვადასხვა თვალსაზრისით.


სერხიო რამოსის გუნდიდან გადახვეწით, „რეალმა“ დაკარგა არა მხოლოდ დიდებული შესაძლებლობების ფეხბურთელი მოედანზე, არამედ ჭეშმარიტი ლიდერული თვისებების მქონე კაპიტანი გასახდელში, რომელიც ბოლო 6 წლის განმავლობაში ღირსეულად ატარებდა სამკლავურს.

„რეალის“ უახლესი ისტორიიდან გამომდინარე, შემადგენლობაში ყოველთვის მრავლად იყვნენ წინამძღოლობის ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები. „იუვენტუსში“ გადასვლამდე, კრიშტიანუ რონალდუც საკმაოდ დიდ როლს თამაშობდა შემადგენლობაში და ახლა უკვე რამოსის გარეშე, სხვა ფეხბურთელების მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება.

ასეთებად შეგვიძლია მივიჩნიოთ კარიმ ბენზემა და დანიელ კარვახალი. ფრანგი გოლეადორის ავტორიტეტი რონალდუს წასვლის შემდეგ საკმაოდ გაიზარდა. მომავალი ფორმაციის სამეფო კლუბში ის ვიცე-კაპიტნის წორდებას მოირგებს. რაც შეეხება 29 წლის განაპირა მცველს, მისი რეპუტაციაც ამაღლდა ბოლო წლების განმავლობაში. ის ერთგვარად ესპანელი ფეხბურთელების ცენტრია გუნდში და თუ ტრავმიანობა ხელს არ შეუშლის, აუცილებლად იტყვის სათქმელს.

ამასთანავე, ახალი ლიდერის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატურად მოიაზრება კაზემირო. ყველაზე მეტად სწორად მას უწინასწარმეტყველებენ რამოსის დატოვებული კვერთხის აღებას. ბრაზილიელი შემადგენლობის განუყოფელი წევრია, რომელსაც გულშემატკივრებთან ურთიერთობაშიც ლომის წვლილი შეაქვს.

კაზემირო სრულად გამსჭვალულია კლუბის ღირებულებებითა და ფასეულობებით. მას ხასიათიც აძლევს შესაძლებლობაბს, რომ დიდ ფიგურად ჩამოყალიბდეს.

თანაგუნდელებს დახმარებას გაუწევს ლუკა მოდრიჩიც. ის საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელია და მის აზრს პატივისცემით ეპყრობიან.

MARCA dle 10.1


1

18 ივნისი 2021 15:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 121
ეგ არვიცი მარა ის ნათელია რომ ნბჭვრმა კაცმა დედა მოუხნა გუნდს
-----------------------
მესი-კარიერაში მაისური ერთადერთ ფეხბურთელს ვთხოვე, და ეს ზიდანი იყო. რონალდიონიო-ზიდანი ერთადერთი იყო ვინც ბრაზილია და ბრაზილიელები არაფრად ჩაგვთვალა. ხენტო-6 ლიგა, რონალდო-5 ლიგა, ბარსელონა 5 ლიგა. RIP KOBE.

2

18 ივნისი 2021 18:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1706
კაზემირო იასნად რაგაც ლიდერის ტიპაჟი აქ თან ძირითადის უცვლელი ფეხბურთელია.მარსელო სკამზე ზის და არამგონია ილიდეროს.ბენზემა კი არაა ლიდერის ფუნქციებით დაჯილდოებული უფრო თავმდაბალი ადამიანია.ვინმე ქარიზმატულია საჭირო ლიდერობისთვის და შრომისმოყვარე თან სტაჟიანი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (251)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)