რას ითხოვს რაფაელ ვარანი?

სერხიო რამოსის შემდეგ, რაფაელ ვარანის გუნდიდან წასვლა ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება სამეფო კლუბის უკანა ხაზისათვის.


როგორც უკვე გაუწყეთ, ფრანგ ფეხბურთელთან დაკავშირებით, რომლის კონტრაქტიც 2022 წლის ზაფხულში იწურება, კლუბს 2 ვარიანტი აქვს - კონტრაქტის გახანგრძლივება ან მიმდინარე ზაფხულს გასხვისება.

ცხადია, „რეალის“ ინტერესებში არ უნდა შედიოდეს ვარანის „სანტიაგო ბერნაბეუდან“ გადაბარგება და ამით შემადგენლობის შესუსტება, თუმცა რამდენად შეძლებს პერესი მოთამაშის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მეორე საკითხია. აღნიშნული მომენტისათვის, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების დაცვის ბურჯის გასამრჯელო, წელიწადში 6 მილიონ ევროს შეადგენს. რაფა იმ შემთხვევაში დათანხმდება ახალ ხელშეკრულებას, თუ მასში გაორმაგებული ჰონორარი იქნება შეთავაზებული - 12 მილიონი ევრო, ზუსტად იმდენი, რამდენსაც ახალწვეული დავიდ ალაბა მიიღებს.

Cadena SER-ის ინფორმაციით, მოცემული მომენტისათვის, პერესი ხელფასის მხოლოდ 1.5 მლნ. ევროთი გაზრდას ჰპირდება ფეხბურთელს, რაც უკვე ვარანის მხრიდან ესპანეთის დედაქალაქის დატოვების ერთ-ერთი წინაპირობაა.

„ორიანის“ მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენენ „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „პსჟ.“ აღნიშნულ გრანდებს ფინანსური თვალსაზრისით საკმაოდ მყარი მდგომარეობა აქვთ და შესაბამისად, მისი სურვილების შესრულება არ გაუჭირდებათ.

ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაირკვევა, თუმცა ფაქტია, რომ არც ეს სიტუაციაა დამაიმედებელი. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (251)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)