„რეალის“ შეთავაზება „რომას“

გასულ კვირას, სამხრეთ საფრანგეთში, „რეალისა“ და „რომას“ წარმომადგენლებს შორის საქმიანი შეხვედრა გაიმართა.


როგორც იცით, რომაელების სურვილია, ბორხა მაიორალზე სრული უფლებების მოპოვება. ამ უკანასკნელმა განვლილი სეზონი იჯარის წესით გაატარა იტალიის დედაქალაქში და არცთუ ისე ურიგოდ. მან 17 შედეგიანი დარტყმა და 4 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. კლუბებს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, თავდამსხმელის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონ ევროს შეადგენს.

თავის მხრივ, მადრიდელთა ინტერესესის საგანს წარმოადგენს მარცხენა მცველი ლეონარდო სპინაცოლა, რომელიც ამჟამად, რობერტო მანჩინის „სკუადრა აძურას“ ძირითადი შემადგენლობის წევრია ევროპის ჩემპიონატზე. Transfermarkt-ის მონაცემებით, განაპირა მოთამაშის პოტენციალი 26 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

ლუის კამპოსმა იტალიელ კოლეგას ბარტერის განხორციელება შესთავაზა, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული პანდემიით გამოწვეული კრიზისული მდგომარეობის გამო, კლუბები უსასყიდლოდ გაცვლიან ფეხბურთელებს.

მადრიდში ფიქრობენ, რომ მარსელოს წასვლის შემთხვევაში, სპინაცოლა ფერლან მენდის გაუწევს კონკურენციას.

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (251)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)