ბელგიისა და ბრაზილიის მორიგი გამარჯვება, ავსტრიის პირველი მარცხი

გუშინ, ევროპის ჩემპიონატისა და კოპა ამერიკის მეორე ტურის მორიგი შეხვედრები გაიმართა, რომელშიც მადრიდისტებმა მიიღეს მონაწილეობა.


ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 1-2 სძლია დანიელებს. კურტუა საწყისი წუთებიდან იცავდა „წითლების“ კარს, ხოლო ედენ აზარი 59-ე წუთზე ჩაერთო საქმეში და არცთუ ისე ურიგოდ. „რეალის“ ნახევარმცველმა გამარჯვების გოლი გაატანინა დე ბრუინს. აღნიშნული მოგებით ბელგიელებმა 1/8 ფინალის საგზური გაინაღდეს.

ავსტრიის ნაკრებმა 2 უპასუხო გოლი გაუშვა ჰოლანდიელებისგან. დავიდ ალაბამ, რომელიც გუნდის კაპიტანია, 90 წუთი გაატარა მოედანზე. ის ცენტრალური მცველის პოზიციაზე ირჯებოდა და მე-10 წუთზე მსაჯისგან ყვითელი ბარათიც დაიმსახურა. ავსტრიელებისათვის ბოლო ტურში, უკაინელებთან მატჩი მეტად მნიშვნელოვანია. მათ ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი აქვთ.

კოპა ამერიკას მეორე სათამაშო დღეს, ბრაზილიამ გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა პერუ (4-0). ედერ მილიტაომ შეუცვლელად იასპარეზა, ხოლო კაზემირო სათადარიგოდან არ წამომდგარა. dle 10.1


1

18 ივნისი 2021 10:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 438
ალაბა როგორც მცველი არის დირკა კიდევ ერთხელ დამტკიცდა ეგ გუშინ, იმედის დაცვაში დაყენებას არ უპირებს ანჩელოტი, თვითონვე იძახის კაცი ნახევარდაცვაში უნდა ვთამაშობდეო მეტი რაღა თქვას

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (251)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)