როდის ამოეწურა რამოსის შეთავაზებას ვადა?

მადრიდის „რეალში“ გამართულ გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე, სერხიო რამოსმა აღნიშნა, რომ მისი სურვილი კლუბში დარჩენა იყო.


„მარკას“ ინფორმაციით, სამეფო კლუბმა ჯერ კიდევ მარტში გაუკეთა შეთავაზება ანდალუსიელ მცველს, რომელსაც აღნიშნული თვის ბოლომდე ჰქონდა დრო გადაწყვეტილების მისაღებად. გამომდინარე იქედან, რომ ახალი ხელშეკრულება მოთამაშის ნების საწინააღმდეგო იყო (2-ის ნაცვლად მხოლოდ 1 წლით გახანგრძლივებას ითვალისწინებდა და ამასთანავე ხელფასის დაქვეითებას), კაპიტანს გარკვეული დრო სჭირდებოდა მოსაფიქრებლად და საბოლოოდ, მან კლუბის ახალი წინადადება მიიღო, თუმცა გარკვეული ვადების დარღვევით, რაზეც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უპასუხეს, რომ უკვე გვიანი იყო.

სერხიო რამოსის განცხადებით, არც თვითონ და არც მისი წარმომადგენელი ინფორმირებულნი არ იყვნენ, თუ კლუბის შეთავაზებას კონკრეტული ვადა ჰქონდა და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა.

MARCA dle 10.1


1

17 ივნისი 2021 19:28

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
იერო და რამოსი ყველა ცენტრ მცველებს მირჩევნია,რადგან რეალის სიმბოლოები არიან. მაგრამ კარგით რა მთლად სუბიექტურობა არ ვარგა.
მალდინი,ნესტა,კანავარო ესენი სულ სხვა დონეზე არიან დაცვით ფუნქციებში. დაჟე ბონუჩი და კიელინიც კი უკეთესები არიან დაცვაში რამოსზე.

2

17 ივნისი 2021 19:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 967
ციტატა: Madrid 4 ever
იერო და რამოსი ყველა ცენტრ მცველებს მირჩევნია,რადგან რეალის სიმბოლოები არიან. მაგრამ კარგით რა მთლად სუბიექტურობა არ ვარგა.
მალდინი,ნესტა,კანავარო ესენი სულ სხვა დონეზე არიან დაცვით ფუნქციებში. დაჟე ბონუჩი და კიელინიც კი უკეთესები არიან დაცვაში რამოსზე.

ეგ არ უნდა დაგეწერა. ახლა ნახე რას აღარ დაგაბრალებენ. არადა რამოსი როგორც მცველი საუკეთესო რომ არაა ძაან სუბიექტური უნდა იყო რომ ვერ მიხვდე. პენალტები და ბოლო წუთზე გოლები დაცვით ფუნქციენში არ შედის.

3

17 ივნისი 2021 19:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 121
ციტატა: Madrid 4 ever
იერო და რამოსი ყველა ცენტრ მცველებს მირჩევნია,რადგან რეალის სიმბოლოები არიან. მაგრამ კარგით რა მთლად სუბიექტურობა არ ვარგა.
მალდინი,ნესტა,კანავარო ესენი სულ სხვა დონეზე არიან დაცვით ფუნქციებში. დაჟე ბონუჩი და კიელინიც კი უკეთესები არიან დაცვაში რამოსზე.

😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂
-----------------------
მესი-კარიერაში მაისური ერთადერთ ფეხბურთელს ვთხოვე, და ეს ზიდანი იყო. რონალდიონიო-ზიდანი ერთადერთი იყო ვინც ბრაზილია და ბრაზილიელები არაფრად ჩაგვთვალა. ხენტო-6 ლიგა, რონალდო-5 ლიგა, ბარსელონა 5 ლიგა. RIP KOBE.

4

17 ივნისი 2021 19:39

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Andre1
ციტატა: Madrid 4 ever
იერო და რამოსი ყველა ცენტრ მცველებს მირჩევნია,რადგან რეალის სიმბოლოები არიან. მაგრამ კარგით რა მთლად სუბიექტურობა არ ვარგა.
მალდინი,ნესტა,კანავარო ესენი სულ სხვა დონეზე არიან დაცვით ფუნქციებში. დაჟე ბონუჩი და კიელინიც კი უკეთესები არიან დაცვაში რამოსზე.

ეგ არ უნდა დაგეწერა. ახლა ნახე რას აღარ დაგაბრალებენ. არადა რამოსი როგორც მცველი საუკეთესო რომ არაა ძაან სუბიექტური უნდა იყო რომ ვერ მიხვდე. პენალტები და ბოლო წუთზე გოლები დაცვით ფუნქციენში არ შედის.

იტალიელები დაცვაში ყოველთვის საუკეთესო იყვნენ და ამას მთელი მსოფლიო აღიარებს. რომ არა კანავარო ზიდანი მეორე მუნდიალს მოიგებდა. მცველი რომ ოქროს ბურთს მოიგებს, რა დონე უნდა დადოს.

5

17 ივნისი 2021 21:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3513
ციტატა: Madrid 4 ever
იერო და რამოსი ყველა ცენტრ მცველებს მირჩევნია,რადგან რეალის სიმბოლოები არიან. მაგრამ კარგით რა მთლად სუბიექტურობა არ ვარგა.
მალდინი,ნესტა,კანავარო ესენი სულ სხვა დონეზე არიან დაცვით ფუნქციებში. დაჟე ბონუჩი და კიელინიც კი უკეთესები არიან დაცვაში რამოსზე.

მაინც როგორ სულ სხვა დონეზე? კანავარომ არ ითამაშა რეალში? იყო რამე საოცრება? ზუსტად მაგ ოქროს ბურთის სეზონში არ გადმოვიდა რეალშიდა მაინც ჯოგი არ გვქონდა დაცვაში? არაფერს გეუბნება ეგ ფაქტი? ეთამაშა ნესტას ან მალდნს ცალკეულად რეალში და ნახავდი თუ კანავაროს დღეში არ ჩავარდებოდნენ. იქ სხვა სტილია და ჩანს დაცვა. ეგაა და ეგ. რამოსი ეპოქალური ფეხბურთელია, ისეთივე ეპოქალური როგორიც მალდინი. აი.ნესტა კი ეპოქალური ფეხბურთელი ვერ და არ იყო. შეააბამისად საეთოდარ მეამია როგორ უნდა მიანიჭო უპირატესობა ნესტას რამოსთან მიმართებაში. მერეადა ვთქვათ უკეთესი დაცვითი სკილები ქონდა ნესტას. მარტო დაცვას ითხოვენ დღევანდელ ფეხბურთში მცველისგან? არა! აი აქ კი სერიოჟაას უპირატესობა იმდენად ტოტალურია ნესტასთან და კანავაროსთან რამდენადაც მათი დაცბითი უპირატესობა არაა რამოსთან მიმართებაში. რამოსისნაირი მცველები ერთეულები არიან! ცვეტში თითზე ჩამოთვლიმსგავს პერსონებს. აი ნესტასნაირს და კანავაროსნაირს ბევრს იტყვი. უმაღლესი დონის ბევრი მცველი თამაშობდა მაგრამ ეპოქალური მცველების ჩამოსათვლელად ორი ხელიც არ დაგჭირდება.

ჩემი აზრია ეს და ვიღაც არ გამომიხტეს ტყუილად თავი არ მაგინებინოს

6

17 ივნისი 2021 21:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2118
მეტი თუ არ გახსოვს რამოსის შესრულებით ვიდრე გოლები-თუნდაც ბაიერნთან თამაშებს გადახედე,ანდაც თითქმის ნებისმიერ სხვას.მთელი დაცვის დირიჟორი იყო ბოლო 10-12 სეზონის განმავლობაში და არამარტო რეალში!რის კანავარო რა კიელინი ან ნესტა ვის დაეკარგა.ერთადერთი მალდინია მაგის კალიბრის.სირცხვილია მადრიდის სულს დაგულს ამ ჩამოსხმების გვერძე დაყენება!

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (251)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)