„რეალის“ ფეხბურთელები კაპიტანს დაემშვიდობნენ

სამეფო კლუბის ფეხბურთელები სერხიო რამოსის „რეალიდან“ წასვლას სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, თანაგუნდელები განაწყენებულნი არიან კაპიტნის გადაბარგებით.


კარიმ ბენზემა: „მეტი, ვიდრე კაპიტანი. ჩემო მეგობარო, ძმაო, მადლობას გიხდი ყველა იმ მომენტისათვის, რაც ერთად გავიარეთ „რეალის“ წარმატების გზაზე. საუკეთესო გისურვებ, ლეგენდა!“

ლუკას ვასკესი: „მეგობარი, კაპიტანი ლეგენდა.“

კაზემირო: „კაპიტანო, დიდი პატივი იყო შენს გვერდით თამაში. წარმატებებს გისურვებ.“

კროოსი: „საუკეთესო! მცველი! ყველა დროის!“

ისკო: „მადლობა იმისათვის, რომ ეს თაობა და ეს გუნდი გამარჯვებამდე მიიყვანე. მადლობა 93-ე წუთისთვის, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. მადლობა, რომ შენ ხარ საუკეთესო კაპიტანი და პარტნიორი. გისურვებ საუკეთესოს ახალ ეტაპსა და ცხოვრებაში.“

რაფაელ ვარანი: „ტიტულებით დახუნძლული ცოცხალი ლეგენდა და კაპიტანი. შენგან ბევრი ვისწავლე და ბედნიერი ვიყავი იმ ტანდემით, რომელსაც წლების განმავლობაში ვქმნიდით. გილოცავ სამეფო კლუბში გატარებულ წლებს, დიდებულ თამაშს დაცვაში და ბევრ გოლს. პატივისცემით.“

ტიბო კურტუა: „მადლობა იმ წუთებისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ. შენ ხარ „რეალისა“ და ფეხბურთის ლეგენდა. გისურვებ საუკეთესოს, კაპიტანო.“

ნაჩო: „ჩემი მაგალითი ყველაფერში, კაპიტანი და ლეგენდა. შენ ჩვენი, ყველას ბედისწერა შეცვალე, ძალიან მოგვენატრები. ბოლომდე შენს გვერდით ვიქნებით, მეგობარო. დიდი მადლობა.“

მარსელო: „ოხ, კაპიტანო. ჩემო კაპიტანო, ჩემო ძმაო. მადლობა იმისათვის, რაც მასწავლე და ამასთანავე მადლობა განვლილი პერიოდისათვის. გისურვებ საუკეთესოს, შენ ამას იმსახურებ. ლეგენდა 4.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (251)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)