რამოსი:,,რეალიდან წასვლა არ მსურდა, მაგრამ კლუბმა მითხრა რომ გვიანია"

სერხიო რამოსმა გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია გამართა და ისაუბრა იმ გარემოებებზე, რის გამოც „რეალიდან“ წასვლის გადაწყვეტილება მიიღო...


„პირველ რიგში მედიიის წარმომადგენლებს მადლობას ვუხდი, რომლებმაც დრო დათმეს და ახლა აქ არიან. ჩემთვის დღევანდელი დღე ძალიან ემოციურია.“

„„რეალიდან“ წასვლა არასდროს მსურს, ჩემი მიზანი კარიერის აქ გაგრძელება იყო. კოვიდ 19-ის პანდემიიდან გამომდინარე ახალ ხელშეკრულებაში ხელფასის შემცირება იყო გათვალისწინებული. ჩვენ გვქონდა ინტენსიური მოლაპარაკებები, მე სხვა პირობებს განვიხილავდი, თუმცა საბოლოო ჯამში „ბლანკოსის“ შემოთავაზებას დავთანხმდი, თუმცა შემდეგ გავიგე, რომ უკვე გვიან იყო და შეთანხმება აღარ განიხილებოდა, ეს პოზიცია გავითავისე და დღეს ეს რეალობა გვაქვს.“

„დიახ, მე წინადადებას დავთანხმდი, მაგრამ მითხრეს, რომ შეთავაზებას ვადა გაუვიდა. სიმართლე მხოლოდ ეს არის, მაგრამ მე ვამაყობ იმ 16 წლით, რომელიც სამეფო კლუბში გავატარე.“

„დიახ, მზად ვიყავი, კონტრაქტზე ხელი მომეწერა. ამას ახლაც ვამბობ, მაგრამ მადრიდული კარიერა უკვე ისტორიაა, ჩვენ არსებულ რეალობზე შევჯერდით.“

„ფლორენტინო პერესის საწინააღმდეგო განცხადებას არასდროს გავაკეთებ, ის ჩემთვის მამასავით იყო. სწორედ პერესმა მომიყვანა სამეფო კლუბში, მისგან ყოველთვის დიდ მხარდაჭერას და დაფასებას ვგრძნობდი. გუნდის ხელმძღვანელთან ჩემი ურთიერთობა ყოველთვის სამაგალითო იქნება.“

„ჩემთვის არასდროს არავის უთქვამს, რომ „რეალის“ შემოთავაზებას კონკრეტული ვადა ჰქონდა. ნამდვილად გამიკვირდა, როდესაც მითხრეს, რომ ჩემი პასუხის შემდეგ გუნდის შემოთავაზება ძალაში აღარ იყო.“

„ახლა ჩვენ ბედნიერები უნდა ვიყოთ სხვადასხვა ადგილზე. „რეალს“ დიდ წარმატებებს ვუსურვებ, მე კი ახალ კლუბში ვეცდები უმაღლესი დონის ჩვენებას.“

„შესაძლოა სიტუაციის შეფასება სწორედ ვერ შევძელი. არ ვიცი, ახლა რა უნდა გითხრათ. ჩვენ შევთანხმდით, რომ თანამშრომლობა შეწყდეს.“

„ფლორენტინოსთან რამდენიმე ინდივიდუალური შეხვედრა მქონდა, მაგრამ ახლა ამ საკითხებზე საუბრის აზრს ვერ ვხედავ.“

„გუნდის პრიორიტეტები ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფეხბურთელის. ეს კანონზომიერებაა. არ ვიცი, რა მიზნებს დაისახავს „რეალი“, მაგრამ ყველა შემთხვევაში წარმატებებს ვუსურვებ.“

„მომავალ კლუბზე საუბარი ჯერ-ჯერობით არ მიფიქრია. „სევილია“ ჩემი მეორე კლუბია, ის საოცარი წლები გავატარე, მაგრამ დაბრუნებაზე ჯერ-ჯერობით არ ვფიქრობ.“ dle 10.1

  • Hala
  • 17 ივნისი 2021
  • 10431
  • 6

1

17 ივნისი 2021 16:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
მაინც თქვა სიმართლე. მაგრამ თავის დროზე უნდა დაეყენებინა ტრაკი. მაგრა გული მწყდება რომ მიდის. პერესი იმენა ჯიუტია რა

2

17 ივნისი 2021 16:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
როცა ფლორენტინო მედია ბრძოლაში გამოიწვიე მანდ დამთავრდა ყველაფერი.
აქ ვინმე ფიქრობს, რომ რეალი ფლორეზე მეტად უყვარს?
რამოსის ძმა და გარემო პირდაპირ იმუქრებოდა, თითქოს სერხიო აპირებდა შიდა სამზარეულო გამოეტანა გარეთ..
არ შეიძლება ასე.
ყველას ჭკუა გვეკეტება შენზე, მაგრამ რეალს არ დაუღალატებიხარ შენ.

3

17 ივნისი 2021 16:11

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
5 ლიგის მფლობელი მალდინის თურმე რამოსის კარიერა არ დაესიზმრება თურმე. გოლები რო არა ერთი ჩვეულებრივი მცველია რამოსი.

4

17 ივნისი 2021 16:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 748
ციტატა: maldini
5 ლიგის მფლობელი მალდინის თურმე რამოსის კარიერა არ დაესიზმრება თურმე. გოლები რო არა ერთი ჩვეულებრივი მცველია რამოსი.

ფეხბურთელების მხოლოდ ერთ კომპონენტში შეფასება არ არის სწორი.
Goodbye Legend❤️😥❤️😥

5

17 ივნისი 2021 16:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4901
ციტატა: maldini
5 ლიგის მფლობელი მალდინის თურმე რამოსის კარიერა არ დაესიზმრება თურმე. გოლები რო არა ერთი ჩვეულებრივი მცველია რამოსი.

ერთი ჩვეულებრივი მცველია ლობჟანიძე და კვირკველია, რამოსი კი ყველა დროის ერთერთი საუკეთესო მცველია

6

17 ივნისი 2021 16:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 121
ციტატა: Royal_White
როცა ფლორენტინო მედია ბრძოლაში გამოიწვიე მანდ დამთავრდა ყველაფერი.
აქ ვინმე ფიქრობს, რომ რეალი ფლორეზე მეტად უყვარს?
რამოსის ძმა და გარემო პირდაპირ იმუქრებოდა, თითქოს სერხიო აპირებდა შიდა სამზარეულო გამოეტანა გარეთ..
არ შეიძლება ასე.
ყველას ჭკუა გვეკეტება შენზე, მაგრამ რეალს არ დაუღალატებიხარ შენ.

რა გამოიწვია სად გამოიწვია იძულებული გახადეს ეს სირი პირობები მიეღო, მოლაპარაებები ქონდა გუნდთან და ვაფშე შეთავაზებას ვადა ეუ გადიოდა ასეთი რამ არც არსეობს კაცი გამოსლევდა ეს რანაირადო რაის ვადა გაუვიდაო, ის თავური რომ არ შეეგდო ჩემ პერესს მოიგებდა რეალი მერე ლიგებს, მარა ასეთ კაცს არ აფასებს, პერესი არის რეალის მტერი, არაკაცი როდის მოკბდება ნაბ.ზარი ახვარი ლეში აღარც ჩაკვდა, კაცმა ლამაზად ახსნა ფული მეკიდა უბრალოდ 2 წლიანი მოეცაო..ფუ რა ნაბ... ტიპია და აქ წერთ პერესი მაგარიაო მილანს დაამსგავსა გუნდი.
-----------------------
მესი-კარიერაში მაისური ერთადერთ ფეხბურთელს ვთხოვე, და ეს ზიდანი იყო. რონალდიონიო-ზიდანი ერთადერთი იყო ვინც ბრაზილია და ბრაზილიელები არაფრად ჩაგვთვალა. ხენტო-6 ლიგა, რონალდო-5 ლიგა, ბარსელონა 5 ლიგა. RIP KOBE.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (251)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)