ნახვამდის, სერხიო - ეპოქის დასასრული...

სერხიო რამოსმა „რეალიდან“ წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ესპანელი მცველის 16 წლიანი მადრიდული კარიერა დასასრულს მიუახლოვდა, ის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს დედაქალაქს.


სამეფო კლუბმა ანდალუსიელი ფეხბურთელი 2005 წელს, 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, კაპიტნის ანგარიშზე 671 მატჩი, 22 ტიტული, 101 გოლი და 40 ასისტი დაუგროვდა. სერხიო რამოსი ჩატარებული თამაშების რაოდენობით, მე-4 ადგილის იკავებს „ბლანკოსის“ ისტორიაში. მასზე წინ მხოლოდ რაული, კასილიასი და მანოლო სანჩესი არიან.

ლა ლიგა

„სევილიას“ დატოვების შემდეგ, სერხიომ „რეალის“ მაისურით ესპანეთის ჩემპიონატის 469 პაექრობაში მიიღო მონაწილეობა. განვლილი სეზონი მის კარიერაში ერთ-ერთი წარუმატებელი გამოდგა, ვინაიდან ტრავმების გადამკიდე, მხოლოდ 15-ჯერ გავიდა მოედანზე.

საერთო ჯამში, ქვეყნის პირველობის მასშტაბით, მისი მონაგარი ასეთია: 72 გოლი, 39 ასისტი, 6 წითელი ბართი და 5 თასი.

ჩემპიონთა ლიგა

თამამად შეიძლება ითქვს, რომ რამოსი ერთ-ერთი საუკეთესო მცველია აღნიშნული ტურნირის ისტორიაში. მან თანაგუნდელებთან ერთად ოთხჯერ მოახერხა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო გათამაშების მოგება. უშუალოდ მის აქტივშია 129 ასპარეზობა და 15 შედეგიანი დარტყმა, მათ შორის, რამდენიმე ნამდვილად დაუვიწყარი და შთამბეჭდავია „რეალის“ გულშემატკივრებისათვის. ანდალუსიელი ჩ/ლიგაზე მხოლოდ 2-ჯერ გააძევეს მოედნიდან.

„კოპა დელ რეი“

შეიძლება ითქვას, სამეფო თასი არასდროს ყოფილა ნაყოფიერი ტურნირი „ოთხიანისთვის.“ 16 წლიანი მადრიდული კარიერის მანძილზე, ის სულ რაღაც 2 ტიტულს მოითვლის. გამართული 48 დაპირისპირებიდან, 7-ჯერ დაამწუხრა მოწინააღმდეგე გოლით და ერთხელ თანაგუნდელსაც გაატანინა. მსაჯებს მისთვის „კოპაზე“ წითელი ბარათი არასდროს უჩვენებიათ, თუმცა 15-ჯერ გააფრთხილეს.

ესპანეთის სუპერ თასი

რამოსმა ოთხჯერ იზეიმა ესპანეთის სუპერ თასის მოგება, რომელშიც ერთმანეთს ლა ლიგისა და სამეფო თასის გამარჯვებულები ხვდებიან. მის აქტივშია 15 თამაში, 2 გოლი და 1 ასისტი.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი

6 მატჩი, 3 გოლი და 4 ტიტული - ასეთია სევილიელის სტატისტიკა საკლუბო მუნდიალზე.

„უეფას“ სუპერ თასი

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გამარჯვებულების ჯახში, რამოსმა ოთხჯერ იასპარეზა და აქედან სამჯერ გამარჯვებულმა დატოვა სტადიონი. მან ასევე 2 გოლის გატანაც მოახერხა აღნიშნული ფორმატის ტურნირზე. dle 10.1


1

17 ივნისი 2021 14:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1857
ეჰ... რა კაცი წავიდა. დაცვის ხაზი უნდა გავაძლიეროდ ყველა ვარიანტში(იმედია არ დაგვტოვებს ვარანეც) წარმატებები სერხიოს!

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (251)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)