„რეალში“ დიდ იმედებს ამყარებენ ალაბაზე

დავიდ ალაბას დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე ნამდვილად შთამბეჭდავი გამოდგა.


ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩში, ავსტრიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი საუკეთესოდ დასახელდა და ამასთან, „უეფას“ ყველა სტატისტიკურ რეიტინგში ლიდერის პოზიციას იკავებს. აღსანიშნავია, რომ განვლილ ამხანაგურ შეხვედრებში, მთავარი მწვრთნელი მოედნის ცენტრში ათამაშებდა ალაბას, თუმცა მიმდინარე ტურნირის საწყის დაპირისპირებაში, დევიდი ცენტრალური მცველის პოზიციაზე ვიხილეთ. „რეალის“ ახალწვეულმა, დიდებულად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალაოებას, ის ეფექტურად ირჯებოდა, როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე: „მე ტაქტიკურად მრავალფეროვანი ფეხბურთელი ვარ, რომელსაც შემიძლია სხვადასხვა ამპლუის მორგება. კმაყოფილი ვარ ჩემი გარჯით. მაკედონიელების წინააღმდეგ, ცენტრალური მცველის პოზიციაზე დავიწყე თამაში და ვცდილობდი ბურთის გათამაშებას“ - დასძინა მოთამაშემ ნამატჩევს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ალაბა მართლაც ბრწყინვალედ გაისარჯა. მან პასები 90 პროცენტიანი სიზუსტით შეასრულა (105-დან 90 წარმატებული) და მიუხედავად უკანა ხაზში განწესებისა, მატჩის მიწურულს, შეტევაში ჩართვასაც არ ერიდებოდა. აუცილევლად უნდა აღინიშნოს ფეხბურთელიც კონდიციებიც. დევიდმა მატჩის განმავლობაში 10 კმ. დაფარა და 7-დან 7 ორთაბრძოლა მოიგო.

რა თქმა უნდა, „სანტიაგო ბერნაბეუს“ ახალი ბინადარის მსგავსი ბურთაობა, კლუბის მესვეურებს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს. ისინი დარწმუნებულნი არიან მის შესაძლებლობებში. ესპანურ პრესაში უკვე აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ალაბას ტრანსფერი ძალიან ჰგავს, თავის დროზე კროოსის შემთხვევას, თუმცა ერთი გამონაკლისით, გერმანელი 25 მლნ. ევრო დაუჯდა „რეალს,“ ხოლო ავსტრიელი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა გუნდს.

ივარაუდება, რომ კარლო ანჩელოტი ცენტრალური მცველის ფუნქციებს მოარგებს ალაბას. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (251)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)