400 მილიონი ევრო „რეალის“ სუპერტრანსფერებისთვის

ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ მაქსიმალურად ეცდება ეკონომიის გაკეთებას, თუმცა ეს არ აისახება სატრანსფერო დანახარჯებზე.


ფლორენტინო პერესი ტრანსფერებში 400 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავს, საიდანაც 200 მილიონამდე მხოლოდ კილიან მბაპეს გამადრიდელებას უნდა მოხმარდეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სამეფო კლუბს გაყიდული ფეხბურთელებიდან მინიმუმ 190 მილიონის გამომუშავება სურს, დანარჩენს კი პარტნიორებისგან ელის.

სამეფო კლუბში მიაჩნიათ, რომ ბერნაბეუს რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ „ბლანკოსი“ შემოსავალი ძალიან მნიშვნელოვნად გაიზრდება, ამას კი თან დაერთვება კოვიდპანდემიის დასრულებას და სტადიონებზე ქომაგების დაბრუნება.

„რეალი“ ასევე დიდ იმედებს ამყარებს განახლებულ მუზეუმზე, რომელსაც მსოფლიოს ყველა კუთხიდან მილიარდზე მეტი ტურისტი მოინახულებს.

სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ბლანკოსი“ ერთ-ერთ მსხვილ პარტნიორ „ადიდასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომელიც 200 მილიონი ევროს მობილიზებას გულისხმობს. პერესი მზად არის, აღნიშნული თანხა კომპანიას 6 წლიან ვადაში დაუბრუნოს. ვალის დაბრუნების დროს ავტომატურად გაიქვითება ის თანხა, რომელსაც „ადიდასი“ სამეფო კლუბს ყოველწლიურად უხდის.

იმ შემთხვევაში, თუ „რეალი“ გაყიდული ფეხბურთელების წყალობით 190 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ხოლო მსხვილი პარტნიორებისგან 200 მილიონამდე მიიღებს, სატრანსფერო ფანჯრის დროს სერიოზულად აქტიურობას გამოიჩენს, თანაც ისე, რომ კლუბის ბიუჯეტს ეს მძიმედ არ დააწვება.

მბაპეს გარდა „რეალის“ რადარზე ჯულდ კუნდე, ედუარდო კამავინგა, რობერტ ლევნადოვსკი, ერლინგ ჰოლანდი და სხვა ვარსკვლავები არიან. dle 10.1

  • Ramos
  • 13 ივნისი 2021
  • 1648
  • 2

1

13 ივნისი 2021 17:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1347
ჰოლანდი. მბაპე. რამოსი თუ წავიდა პაუ ტორესი მინდა მე

2

13 ივნისი 2021 21:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1977
კარგი იქნება მბაპე,ლევანდოვსკი,კამავინგა და ჰოლანდი.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (131)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)