ანჩელოტი ვინისიუსს შანსს მისცემს და სპეციალურ პროგრამას შეუქმნის

ვინისიუს ჟუნიორს კარლო ანჩელოტის მწვრთნელობის პირობებში ბევრი მუშაობა მოუწევს. იტალიელი სპეციალისტი თვლის, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კარში დარტყმის კომპონენტი მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს.


კარლიტო ვინისთვის სპეც.პროგრამის შექმნას აპირებს, რომლის შესრულებაც ბრაზილიელს „რეალის“ ვარჯიშების შემდეგ მოუწევს. გამოდის, რომ ვინი უფრო მეტად დაიტვირთება, ვიდრე სხვ აფეხბურთელები.

ანჩელოტი მიიჩნევს, რომ პრობლემა დაუძლეველი არ არის და უამრავი მაგალითი მოჰყვას. თავის დროზე, ვერც რაჰიმ სტერლინგი, მუჰამედ სალაჰი და სხვა ვარსვკალავები ვერ იწონებდნენ თავს კარგი დარტყმით, თუმცა დიდი მუშაობის შედეგად პრობლემები მოაგვარეს.

„რეალის“ დამრიგებლის აზრით, თუ ვინისიუსი ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, ის „ბლანკოსის“ ლიდერის ფუნქციებს ვერ შეითავსებს, ამიტომ ჟუნიორს დიდი მუშაობა მართებს. dle 10.1


1

13 ივნისი 2021 13:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1852
ერთი ამის გატანილი გოლები მანახა და რას დავეძებ... თუ ისევ ვერაფერი ვერ გამოუვიდა, გაყიდონ სანამ ახალგაზრდაა, აბა როდემდე უნდა მისცენ შანსი? როდრიგო რომ ათამაშონ მაგდენი ხანი რაც ვინიციუსს ათამაშებენ უფრო მაღალ შედეგს დადებს...

2

13 ივნისი 2021 14:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1434
ამან უნდა თქვას ბედი მაქვსო ამდენ ჩასვრილს ენით ულოკავენ

3

13 ივნისი 2021 14:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
ყველაფერი ეს იმედია მომავალში მის სარფიან გაყიდვას არ ემსახურება. ტალანტი აქვს, ინტელექტი არ აქვს.. ამიტომ რობოტივით მოუწევს მუშაობა, დროთაგანმავლობაში კი აუცილებლად დადებს შედეგებს.. ბლანკოსის ვინგერს ოცზე ნაკლები გოლი არ უნდა გქონდეს სეზონში, როცა რონიმ უკვე დაგტოვა.

პ.ს.
არ მსიამოვნებს ანჩელოტისგან როდრიგოს იგნორი და იმედია არ შეეშლება.

4

13 ივნისი 2021 15:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1412
ვინისიუსი რო მეოთხე სეზონია ძირითადის იგროკია მაგიტო ვართ კაი დღეში))

5

13 ივნისი 2021 15:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1852
ციტატა: Royal_White
ყველაფერი ეს იმედია მომავალში მის სარფიან გაყიდვას არ ემსახურება. ტალანტი აქვს, ინტელექტი არ აქვს.. ამიტომ რობოტივით მოუწევს მუშაობა, დროთაგანმავლობაში კი აუცილებლად დადებს შედეგებს.. ბლანკოსის ვინგერს ოცზე ნაკლები გოლი არ უნდა გქონდეს სეზონში, როცა რონიმ უკვე დაგტოვა.

პ.ს.
არ მსიამოვნებს ანჩელოტისგან როდრიგოს იგნორი და იმედია არ შეეშლება.

გაუმარჯოს, მეც მაგის იმედი მაქვს, როდგირო მუშა ფეხბურთელია და გამოადგო გუნდს მნიშვნელოვან მომენტებში... უბრალოდ შემდეგ ტრამვა და აღარ გამოჩენილა, ვინ იცის ეხლა როგორ ფორმაშია, რაც შეეხება ვინიციუს კლასი ნამდვილად აქვს და ლივერპულთან ანახა კიდეც, უბრალოდ წელიწადში ერთხელ გაბწრყინება არ არის საკმარისი, თან ბოლო-ბოლო მადრიდის რეალში ირიცხება, არ მესმის ვაბშე ტენდენციის რატო მოინდომეს უცებ 3-4 ბრაზილიელის მოყვანა + კუბო, რომელს ხედავს სამომავლოდ... პერსპექტივა ვინიციუსს აქვს და იმედია დარტყმას ისწავლის.

ციტატა: ronaldo legend
ვინისიუსი რო მეოთხე სეზონია ძირითადის იგროკია მაგიტო ვართ კაი დღეში))

იმედია აზარი ჩადგება მწყობრში, იქნება 1 სეზონი მაინც ითამაშოს გადაბმულად(+გაბედულობა აკლია, 2 სეზონი გავიდა და კაცი გახსნილიც არ არის)

6

13 ივნისი 2021 18:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 437
სირცხვილია რომ ეს რეალის ძირითადის ფეხბურთელია, 35 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა ლა ლიგაში სამარცხვინოა და კიდე ნიჭიერ ფეხბურთელს ეძახიან, უამრავ მცველს აქვს ამაზე მეტი გოლი გატანილი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (136)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)