დავიდ ალაბა „რეალის“ ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია

დავიდ ალაბა მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტ ტიტულს ფლობს. ავსტრიელი ფეხბურთელის ანგარიშზე 27 თასია და 5-ით აღემატება ყველაზე ტიტულოვან მადრიდელს სერხიო რამოსის სახით. აღსანიშნავია, რომ მადრიდელებს ჩემპიონთა ლიგაზე გაცილებით დიდი წარმატებები აქვთ დაფიქსირებული, თუმცა ტიტულების საერთო რაოდენობის სტატისტიკით ალაბა იწონებს თავს.


დავიდი არც ისე ასაკოვანი ფეხბურთელია, მაგრამ მან „ბაიერნთან“ ერთად უამრავი ჯილდოს მიღება შეძლო. 10 ბუნდესლიგა, 6 გერმანიის თასი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 2 ევროპის სუპერთასი და 5 გერმანიის სუპერ თასი. ეს ყველაფერი ალაბას მონაგარია.

სამეფო კლუბში ახლა ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე დავიდია, მას შემდეგ კი არიან სერხიო რამოსი - 22 თასით, მარსელო - ასევე 22 თასით, კარიმ ბენზემა 19 თასით, რაფაელ ვარანი 18 თასით, ისკო ალარკონი 16 თასით, კარვახალი ასევე 16 თასით და სხვები.

იმედი ვიქონიოთ, დავიდის მადრიდული კარიერაც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც მიუნხენური იყო. dle 10.1

  • Ramos
  • 12 ივნისი 2021
  • 766
  • 2

1

12 ივნისი 2021 14:51

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ვძლიერდებით და ძალიან კარგი არის

2

12 ივნისი 2021 16:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1179
ნამდვილად არ მეგონა თუ რამოსი ასე ღარიბი იყო ტიტულებით. მესის 35 ტიტული აქვს და რამოსზე 1 წლით გვიან დაიწყო ძირითადში გამოსვლა. ისე ლეოსაც 10 ლა ლიგა აქვს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (154)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)