ცნობილია 4 ფეხბურთელი, რომელთა შეძენასაც „რეალი“ შეეცდება!

ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალს“ ამ ზაფხულს 4 სატრანსფერო მიზანი აქვს, რომლის 100%-ით შესრულებაც გუნდის რესურსს მნიშვნელოვნად გაზრდის.


კილიან მბაპე

ფრანგი ფეხბურთელი სამეფო კლუბის უმთავრესი მიზანია. პრეზიდენტი პერესი მზად არის, ყველაფერი დათმოს იმისათვის, რომ „პსჟ“-ს ლიდერი მადრიდელი გახადოს და „რეალის“ შეტევის ხაზი მნიშვნელოვნად გააძლიეროს. ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „რეალი“ გაყიდული ფეხბურთელების სანაცვლოდ მიღებულ სრულ თანხას, კილიანის ტრანსფერს მოახმარს.

რობერტ ლევანდოვსკი

პოლონელმა ფეხბურთელმა გარშემომყოფებს აცნობა, რომ „ბაიერნში“ დარჩენა აღარ სურს და ამ ზაფხულს კლუბის შეცვლა აქვს განზრახული. მიუხედავად იმისა, რომ ლევანდოვსკი 32 წლის არის, მისი ფასი 55-იდან 60 მილიონ ევრომდე მაინც მერყეობს. რობერტის მიმართ ინტერესს „რეალის“ გარდა „პსჟ“-ც იჩენს. ასევე საქმეში არიან პრემიერლიგის გრანდები.

ჯულს კუნდე

„რეალი“ არჩევანს პაუ ტორესსა და ჯულს კუნდეს შორის აკეთებდა, მაგრამ როგორც სჩანს, ბრძოლა ფრანგმა მცველმა მოიგო, რომელიც „სევილიაში“ შეუცვლელია და იდეალურად გამოდის. კუნდეს ფასი დაახლოებით 60 მილიონი ევროა. ახალგაზრდა უკანახაზელზე ევროპაში ნამდვილი ნადირობაა გამოცხადებული, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ჯულსს თავად სურს „ბლანკოსის“ არჩევა.

კამავინგა ან ფაბიანი

ედუარდო კამავინგა „რეალის“ რადარზე უკვე 2 წელია გამოჩნდა, თუმცა ტრანსფერს ხან ფინანსური სიტუაცია, ხანაც თავად ფეხბურთელის და „რენის“ პოზიცია უშლიდა ხელს. ახლა ვრცელდება ინფორმაცია, როლის მიხედვითაც, ახალგაზრდა ნახევარმცველი მზად არის „ბლანკოსის“ რიგებში სათამაშოდ. კამავინგას ფასი 70 მილიონ ევროს აღწევს. მეორე ფეხბურთელი, რომელიც სამეფო კლუბის ინტერესებშია ფაბიან რუისი გახლავთ, ესპანელ ნახევარმცველზე „რეალი“ პრეტენზიას ადრეც აცხადებდა, მაგრამ გუნდში კარლო ანჩელოტის დაბრუნების შემდეგ ინტერესი გაღვივდა. ანჩელოტი კარგად იცნობს ფაბიანს და მიიჩნევს, რომ ის დედაქალაური კლუბის ნახევარდაცვას ბევრად უფრო სოლიდურს გახდის. რუისის ფასი ამ ეტაპზე 35-40 მილიონით განისაზღვრება. dle 10.1

  • Ramos
  • 12 ივნისი 2021
  • 3508
  • 4

1

12 ივნისი 2021 10:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5969
ეგრე იწერება ყოველთვის ადმინ სეზონის ბოლოს იმდენ ფეხბურთელზე მაგრამ სეზონის დასაწყისში ბაბუ ყოველთვის ტრიუკს აკეთებს ხოლმე და არავის ყიდულობს, თუ ამ ფეხბურთელების ყიდვას აპირებდა ზიზუ რატომ გაუშვა? ზიზუს არ მისცა გარანტიები და პაპა კარლას მისცა? ეგ ხომ ზღპარია ყველაფერი.
-----------------------
ჰალამადრიდ.

2

12 ივნისი 2021 14:46

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ოჰო ძალიან კარგი არის

3

12 ივნისი 2021 16:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1179
ციტატა: ალბისელესტე
ოჰო ძალიან კარგი არის

უფრო სწორი იქნება თქვა: ოჰო ძალიან კარგია.(კარგი არის. ქართული არ არის)

4

12 ივნისი 2021 20:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1979
მბაპე და ლევანდოვსკი,კამავინგა და რუისი საუკეთესო იქნება რეალისთვის და ყველა თასის მოგებაზე განაცხადებს გუნდი პრეტენზიას.🖒🖒🖒HALA MADRID....💪💪💪💪💪

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (149)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)