მბაპე:„არ ვიცი, არის თუ არა „პსჟ“ ჩემთვის საუკეთესო ადგილი“

კილიან მბაპემ მომავალთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო განცხადებები გააკეთა, რამაც კიდევ ერთხელ დაარწმუნა საფეხბურთო პუბლიკა იმაში, რომ ფრანგის „პსჟ“-დან წასვლა სავსებით შესაძლებელია.


„პარიზში თავს კარგად ვგრძნობ და ბედნიერიც ვარ, მაგრამ არ ვიცი, რამდენად არის „პსჟ“ ჩემთვის საუკეთესო ადგილი. არ ვიცი, რას მივაწერო აღნიშნული გარემოება, ალბათ ასაკს, გამოუცდელობას და ასე შემდეგ.“

„საკუთარ თავს უნდა მივცე იმის შესაძლებლობა, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღო, ეს საკმაოდ რთული არჩევანი იქნება, მაგრამ საბოლოო ჯამში მთავარი ის არის, რომ სწორი პოზიცია ავირჩიო.“

„ერთი რამ გადაჭრით შეიძლება ითქვას, მე „პსჟ“-ს დიდ პატივს ვცემ და კლუბის დატოვების შემთხვევაში, ეს ყველაფერი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოხდება.“

„ყველაფერს ვაკეთებ პარიზული კლუბისთვის წარმატებისთვის და ვიცი, რომ პოჩეტინოს პროექტი ჩემთან ერთად და ჩემს გარეშე განსხვავებული იქნება, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველაფერი შეთანხმების საფუძველზე უნდა მოხდეს.“

„„რეალი“? ამ კლუბს დიდი ხანია მაკავშირებენ. ჯერ კიდევ „მონაკოში“ ასპარეზობის დროს მიწინასწარმეტყველებდნენ სამეფო კლუბში გადასვლას, თუმცა მაშინ ოპტიმალური გამოსავალი სამშობლოში დარჩენა იყო.“ dle 10.1

  • Ramos
  • 12 ივნისი 2021
  • 4703
  • 3

1

12 ივნისი 2021 11:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 748
ძაან ორაზროვნად ლაპარაკობს ეს. ეტყობა რო წასვლა უნდა მარა პირდაპირ ვერ ამბობს🤣

2

12 ივნისი 2021 14:44

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ცხელი ზაფხული გველის

3

12 ივნისი 2021 16:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1179
ეგრე ეგონათ ვერატისაც და ნეიმარსაც, როცა ბარსელონაში უნდოდათ წასვლა მაგრამ კი იცით რაც უქნა იმ მონათმფლობელმა. მბაპესაც ეგ მოელის თუ კონტრაქტის გაწყვეტამდე დააპირებს გაქცევას.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (154)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)