„რეალის“ გარდა ლევანდოვსკისთვის 3 გუნდი იბრძოლებს

გერმანული „ბილდ“-ის ცნობით, მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე რობერტ ლევანდოვსკი ხდება, რომელმაც „ბაიერნის“ დატოვება განიზრახა, თუმცა ფლორენტინო პერესისთვის მისიის შესრულება მარტივი არ იქნება, ვინაიდან პოლონელ ფეხბურთელზე ინგლისიდან და საფრანგეთიდან ინადირებენ.


მანჩესტერ „იუნაიტედი“, ლონდონის „ჩელსი“ და „პსჟ“ - ეს სწორედ იმ გუნდების ჩამონათვალია, რომლებიც პოლონელი, გამოცდილი ფორვარდის დამატებაზე აცხადებენ პრეტენზიას.

პარიზელთა მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო მიიჩნევს, რომ ლევანდოვსკი მინიმუმ 3 სეზონის განმავლობაში შეძლებს უმაღლესი კლასის ჩვენება და „პსჟ“-ს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარება.

ამ ეტაპზე რობერტის ფასი დაახლოებით 50 მილიონი ევროა, თუმცა დიდი ინტერესიდან გამომდინარე, „რეკორდმაისტერი“ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ 32 წლის მოთამაშის სანაცვლოდ უფრო დიდი თანხა მიიღოს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (187)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)