"ბავშვთა ა" ჩემპიონია

"მადრიდის რეალის ბავშვთა ა" ნაკრები ტურნირის ჩემპიონი გახდა. მას შემდეგ, რაც ბავშვებმა პირველ წრის მეტოქეები იოლად დაამარცხეს, ისინი ნახევარფინალში შევხდნენ "მადრიდის ატლეტიკოს" და ანგარიშით 2:0 იმარჯვეს. ამის შემდეგ მათი მეტოქე ფინალში გახდა "ბარსელონა". შეხვედრის ძირითადი დრო მორჩა ანგარიშით 1:1. თერთმეტმეტრიანთა სერიაში კი "თეთრებმა" მეტოქე 3:1 დაამარცხეს.


"მადრიდის რეალის ბავშვთა ნაკრები" ა ჯგუფში მოხვდა "ლიონთან" და "ხეტაფესთან" ერთად. მადრიდისტებს არც ერთი მეტოქის დამარცხება არ გაჭირვებიათ, პირიქით . მათ "ლიონელი" თანატოლები 5:1 გაანადგურეს მერჩანის, პოზოს დუბლის, ჰარპერისა და ფრანის გოლების წყალობით. "ხეტაფესთან" შეხვედრაში სანტი სანჩესის შეგირდები მოედანზე ძალიან მობილიზირებულნი გამოვიდნენ და მეტოქე 3:0 ანგარიშით დაამარცხეს, ამ შეხვედრაში თავი გამოიჩინეს მიკიმ (დუბლი გაიფორმა) და პოზომ.

ამის შემდეგ , ნახევარფინალში მათ "მადრიდის ატლეტიკო" ელოდათ. პოზო ამ შემთხვევაშიც გამორჩეული იყო. მისი დახმარებით "ბლანკოსებმა" 2:0 იმარჯვეს. ფინალში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ "მადრიდისტები" "ბარსელონელ" თანატოლებს დაუპირისპირდნენ. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, მაგრა, თერთმეტმეტრიანები "რეალის" ფეხბურთელებმა უკეთესად შეასრულეს და საბოლოოდ 3:1 იმარჯვეს. შედეგად პატარა მადრიდისტები ტურნირის თასს დაეუფლნენ.


წყარო: Realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 21 ივნისი 2010
  • 1831
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)