5 წლიანი კონტრაქტი და 12 მილიონი ვარანს - მანჩესტერმა წინადადება წარადგინა

მანჩესტერ „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა მზად არის, რაფაელ ვარანს 5 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, სადაც მისი ჯამური შემოსავალი 60 მილიონი ევრო იქნება. 12 მილიონი წელიწადში - სწორედ ეს არის ინგლისური გუნდის შეთავაზება.


ზემოაღნიშნული იმ ფონზე ხდება, რომ მადრიდის „რეალს“ ფრანგ ფეხბურთელს ხელფასის 10%-ით შემცირებაზე ესაუბრება, თავად მოთამაშეს კი პირობების გაუმჯობესება სურს.

ფლორენტინო პერესი მანჩესტერელთა მსგავსად, ვარანს 5 წლიან თანამშრომლობას სთავაზობს, რომელსაც ვადა 2026 წლის 30 ივნისს ამოეწურება.

ფრანგი ფეხბურთელი ახლა საფრანგეთის ნაკრებზეა გადართული და მაქსიმალურად ცდილობს, საკლუბო საკითხები მოგვიანებით მოაწესრიგოს.

ბრიტანული გამოცემების ცნობით, მანჩესტერული კლუბი ივლისში მაქსიმალურად გააქტიურდება და ტრანსფერის სრულყოფას ეცდება, „წითლებს“ რაფას ტრანსფერი დაახლოებით 70 მილიონი ევრო დაუჯდებათ. dle 10.1

  • Ramos
  • 7 ივნისი 2021
  • 963
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (169)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)