ბენზემა:„მბაპეს „რეალში“ გადმოსვლა შესანიშნავი იქნება“

კარიმ ბენზემამ „მარკასთან“ ვრცელი და მრავლისმომცველი ინტერვიუ ჩაწერა. ფრანგი ფეხბურთელი შეეხო სამეფო კლუბს, საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნებას, კილიან მბაპეს „ბლანკოსში“ გადასვლას და სხვ საკითხებს.


„მთელ პლანეტაზე ყველაზე ბედნიერი ვარ, რადგან საფრანგეთის ნაკრებში დავბრუნდი. „რეალში“ თამაში დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, ახლა კი ეროვნული ნაკრების დახმარებაც შემიძლია. ვოცნებობ, რომ ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გავხდე, ეს ჩემი დიდი ნატვრაა.“

„როდესაც გავიგე, რომ დეშამმა გამომიძახა, სიამაყისა და პასუხისმგებლობის გრძნობა ერთობლიბად დამეუფლა, ემოციებში ვიყავი. ჩვენ ვიცით, რამდენად ძლიერი გუნდი გვყავს, არ აქვს მნიშვნელოა დაცვაში, ნახევარდაცვაში თუ თავდასხმაში. აქ უდიდესი კონკურენციაა და მჯერა, რომ გამარჯვებას შევძლებთ, ამის რესურსი ნამდვილად არსებობს.“

„გუნდში შესანიშნავად დამხვდნენ, კოლექტივში ბრწყინვალე ატმოსფერო სუფევს. მე ვიცი, რომ უმაღლესი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლო და ამ ნაკრების მაისურით გამარჯვებას მივაღწიო.“

„მალე გერმანიის ნაკრებს შევხვდები, სადაც ჩემი თანაგუნდელი, ტონი კროოსი გამოდის. ზუსტად ვიცი, რომ ურთულესი დაპირისპირება გველის, ბუნდესნაკრებს ტონის სახით უმაღლესი დონის ვარსკვლავი ჰყავს.“

„თანამედროვე ფეხბურთში ფავორიტების არ მჯერა. ნებისმიერ გუნდს შეუძლია ნებისმიერი მეტოქის ბარიერის გადალახვა. ეს არის ცალსახა ფაქტი, რაზეც ვერ ვიდავებთ. თუ ჩვენ ჩემპიონობა გვსურს, ყველა გამოწვევას სათანადო პასუხი უნდა გავცეთ.“

„ურთულეს ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის ჩემპიონატზე მარტივი ჯგუფი არ არსებობს. ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს შეხვხდები, რაც დიდი ბედნიერება იქნება.“

„მადრიდის „რეალს“ კოვიდ პანდემიამ დიდი პრობლემები შეუქმნა, თუმცა ჩვენ მაინც მოვახერხეთ 1/2 ფინალში გასვლა, სადაც „ჩელსის“ ბარიერი ვერ გადავლახეთ. ფაქტია, რომ ლონდონურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო. ასევე ბოლომდე ვიბრძოლეთ ლა ლიგაში და სულ ცოტა დაგვაკლდა გამარჯვებამდე. დიახ, გუნდში გაუმჯობესება საჭიროა და მჯერა, რომ ხელმძღვანელობა ამაზე იმუშავებს, ჩვენ „ბლანკოსი“ ვართ და მუდმივად ფორმაში უნდა ვიყოთ.“

„ანჩელოტის დაბრუნებით ბედნიერი ვარ. მომწონს იტალიელის ხედვა, მართვის ფორმა და ფეხბურთელებთან ურთიერთობის ტაქტიკა. კარლოს არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ უმაღლესი კლასის სპეციალისტია, მისი მიდგომები ნამდვილად მისაბაძია. ზიდანის წასვლა ჩემთვის დიდი ტრავმა იყო, ვინაიდან ის ჩემი დიდი ძმა გახლდათ, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. ბოლომდე მჯეროდა, რომ ფრანგი გუნდს არ დატოვებდა, თუმცა ასე მოხდა და ახლა კარლიტოსთან ერთად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა.“

„როდესაც გავიგე, რომ სერხიო რამოსი ნაკრებში არ გამოიძახეს, ძალიან გამიკვირდა. ახლაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის ეპოქალური ფიგურაა და ესპანეთის გუნდში ადგილს იმსახურებს, თუმცა მე არ ვწყვეტ, „ფურია როხას“ შემადგენლობას.“

„მბაპე ძალიან მომწონს, მისი მოძრაობები და თამაშის ხედვა საოცარია. ფრანგ ფეხბურთელს მადრიდის „რეალში“ დიდი სიამოვნებით ვიხილავდი, ის „ბლანკოსის“ უცვლელი წევრი გახდებოდა, მაგრამ ახლა ამაზე ბევრს ვერ ვისაუბრებთ, ჩვენ საფრანგეთის ნაკრებზე ვფიქრობთ.“

„თუ კილიანი სამეფო კლუბში გადმოვა, მე მას ყველანაირად შევუწყობ ხელს ადაპტაციაშია, თუმცა ისიც უნდა დავამატო, რომ მოედანზე მას ადაპტაცია არ დასჭირდება.“

„შეხვედრა ესპანეთის ნაკრებთან? თუ ეს ფინალში მოხდება, ნამდვილად დიდებული მატჩი გამოვა. იმედი მაქვს, ჩვენ გავალთ საბოლოო ეტაპზე.“

„ყოველთვის ვამბობ, რომ მადრდის „რეალი“ ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. ამ გუნდმა დიდი გამოცდილება შემძინა და უამრავი ტიტული მომაგებინა. ფაქტობრივად ბავშვი ვიყავი, როდესაც სამეფო კლუბის მაისური მოვირგე, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და დღეს ტიტულოვანი ფეხბურთელი ვარ.“ dle 10.1

  • Ramos
  • 6 ივნისი 2021
  • 2372
  • 7

1

6 ივნისი 2021 21:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 167
აზარზე ნახეთ? ბურგერების სახე გახდა :დ რავი რაც მაგას ეღადავებიან კიდე უარესს აკეთებს, რა გადაუხდეს ამდენი მასხარად რომ გაიხადა თავი. ნეტა რატო ინახავენ ამაას მოაშორონ

2

6 ივნისი 2021 21:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1437
ბაზარი არაა რას იმასხარავებს თავს ბეილზე უარეს შვრება ის გოლფს მაინც გადაყვა სპორტია ეს რას ათამაშებს ბაყვებს ეს ბურვაკი

3

7 ივნისი 2021 00:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1128
აბა რაა რეალის ახალგაზრდლმა გუნდმა ევროლიგა მოიგო და ვის მოიგო? მონალონას. მუდამ რეალის მონები

4

7 ივნისი 2021 01:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5518
ლეგენდა❤
-----------------------
ზიდანი:ვინც კარიმს აკრიტიკებს ფეხბურთი არ იცის.პირადად ჩემთვის კარიმი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია.
აზარი:„ბენზემა არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ის საუკეთესო „9“-იანია“

5

7 ივნისი 2021 02:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1413
პროფესიონალი ფეხბურთელი ბურგერების ჭამას როგორ უნდა გადაყვე? ამხელა მილიონებს გიხდიან შე კაცო და ერთ ბურგერზე ვერ უნდა თქვა უარი? იმისთვის ხო არ გიხდიან ასეთ თანხებს რო ღიპიანმა იარო ვარჯიშებზე? ტრავმებსაც მაგიტო იღებს, ფორმაში რო ვერ მოყავს თავისი თავი. რა გახდა რო ცოტა პროფესიონალიზმი მაინც იქონიოს? დაამთავრე კარიერა და ჭამე მერე რამდენიც გინდა ეგ ბურგერები, არსად გაიქცევიან :დ

6

7 ივნისი 2021 07:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4900
აზარი არის არაპტოფესიონალიზმის განსახიერება. ამაზრზენად იქცევა და უნდა გაუშვან არაა ღირსი რეალის სკამზე მაინც იჯდეს.

7

7 ივნისი 2021 10:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1128
რამოსი წავიდა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (168)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)