აქამდე უცნობი დეტალი „რეალისა“ და ანჩელოტის კონტრაქტიდან!

კარლო ანჩელოტისა და მადრიდის „რეალის“ კონტრაქტში ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი დევს, რომელიც აქამდე ცნობილი არ იყო.


სამეფო კლუბი ნებისმიერ მწვრთნელთან, ნებისმიერი ხანგრძლივობით თანამშრომლობის დროს თავს იზღვევს და კონტრაქტში ხელფასის გადახდის პირობებს აყალიბებს. მაგალითად - რამდენ წლიანი ხელშეკრულებაც არ უნდა ჰქონდეს გაფორმებული გუნდის დამრიგებელს, ის თამამდებობიდან წასვლის შემთხვევაში მხოლოდ იმ რაოდენობის ხელფასს იღებს, რამდენიც კონკრეტულად იმ სეზონის დასრულებამდე უნდა გამოიმუშავოს. თუ სპეციალისტს 3 წლიანი კონტრაქტი აქვს და გუნდს მეორე სეზონის შუაში დატოვებს, ის მიიღებს მხოლოდ მეორე სეზონის თანხას და მესამე წლის შემოსავალი არ დაუფიქსირდება.

ანჩელოტის შემთხვევაში საქმე სხვა გარემოებასთან გვაქვს. დიახ, კარლიტომ „ევერტონთან“ შედარებით, „რეალში“ ხელფასი მნიშვნელოვნად შეიმცირა და მხოლოდ 6 მილიონს დათანხმდა, მაგრამ თუ მას „ბლანკოსი“ დროზე ადრე დაითხოვს, იტალიელის 3 წლის ხელფასის, ანუ 18 მილიონი ევროს ერთიანად გადახდა მოუწევს.

ზემოაღნიშნული გარემოება კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ფლორენტინო პერესმა ანჩელოტის ახალი გუნდის მშენებლობა და გრძელვადიან პერსპექტივაში ჩამოყალიბება დაავალა. dle 10.1

  • Ramos
  • 5 ივნისი 2021
  • 6307
  • 3

1

5 ივნისი 2021 19:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5969
ბიჭებო ხოკეიში ვინალში რომელი ქვეყნები გავიდნენ?
ვერ მოვიძიე ინტერნეტი ჭედავს.
-----------------------
ჰალამადრიდ.

2

5 ივნისი 2021 19:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2113
კანადა უკვე და ფინეთი 2-0 უგებს გერმანიას

3

5 ივნისი 2021 19:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5969
ციტატა: REZY
კანადა უკვე და ფინეთი 2-0 უგებს გერმანიას

გაიხარე ძმა, ფინალი ხვალაა ხომ? რატომ არ აჩვენებენ სილქ უნუვერსალზე, ხომ არ გეშლება რამე დღესაა ნახევარფინალი? ხვალ ვიცი რომ ფინალია?
-----------------------
ჰალამადრიდ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (174)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)