ანჩელოტი:„მხოლოდ შეტევა და სანახაობრივი ფეხბურთი, სხვა ყველაფერი მიუღებელია“

კარლო ანჩელოტიმ მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა და საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.


„მთელი ენერგიის დახარჯვას ვგეგმავ იმისათვის, რომ მადრიდის „რეალმა“ მწვერვალები დაიპყროს. არასდროს დამავიწყდება ის 2 წელიწადი, რომელიც „ბლანკოსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე გავატარე, ჩვენ საოცარი მატჩები გვქონდა და მრავალი ტიტულიც მოვიგეთ. დღეს კვლავ აქ ვარ და თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში.“

„დიდი პასუხისმგებლობა ავიღე. ზუსტად ვიცი და ვაცნობიერებ, რა მოთხოვნებია სამეფო კლუბში. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ქომაგების სახეზე ღიმილი დავინახო. ჩვენ აუცილებლად გავიბრწყინებთ.“

„გამოცდილება საკმაოდ დიდი მაქვს. „ევერტონს“ მადლობას ვუხდი, მე იქ შესანიშნავი ისტორია მქონდა და აქ კიდევ უფრო გამოცდილი ჩამოვედი.“

„„რეალი“ 6 წლის წინ დავტოვებ, მას შემდეგ ბევრი რამ ვისწავლე, ვინაიდან ვიმუშავე გერმანიაში, იტალიასა და ინგლისში. ვფიქრობ, ახლანდელი ენთუზიაზმი და შემართება დიდხანს გამყვება.“

„მხოლოდ მწვრთნელი შედეგს ვერ აღწევს. აუცილებელია ჰარმონიის ჩამოყალიბება ფეხბურთელებთან და ოპტიმალური შემადგენლობის შერჩევა. ახალგაზრდა და მოტივირებულმა ფეხბურთელებმა გამოცდილ თანაგუნდელებთან ერთად ბრწყინვალე სინთეზი უნდა შექმნან. როდესაც 2013 წელს მადრიდული გრანდი ჩავიბარე, 4 კასტილიელი დავიმატე.“

„„რეალში“ ყოველთვის შემტევ, ხარისხიან და ინტენსიურ თამაშს ითხოვდნენ. ჩვენ ამ მხრივ არაფრის შეცვლას არ ვაპირებთ, ეს არის საუკუნოვანი ფილოსოფია.“

„ვიცი, რომ ქომაგებს ვუყვარვარ, მოუთმენლად ველი მათთან შეხვედრას და ხმაურიანი მატჩების გამართვას.“

„„ლა დესიმა“ დაუვიწყარი იყო. ჩვენ მთელი სეზონის განმავლობაში უმნიშვნელოვანეს მატჩებს ვიგებდით და საოცარი ფინალიც გამოვიდა.“ dle 10.1

  • Ramos
  • 4 ივნისი 2021
  • 1771
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (168)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)