ისკოს გეგმები შესაძლებელია შეიცვალოს

ესპანელი ნახევარმცველისთვის განვლილი სეზონი ყველაზე უფერული გამოდგა საფეხბურთო კარიერაში.


რიგი გამოცემების ინფორმაციით, ისკოს გადაწყვეტილი ჰქონდა ზაფხულის სტარანსფერო ფანჯრის დროს კლუბის დატოვება, თუმცა ანჩელოტის „რეალში“ დაბრუნების შემდეგ, შესაძლებელია ფეხბურთელის გეგმები შეიცვალოს.

2013-2015 წლებში, როდესაც კარლო თავკაცობდა სამეფო კლუბს, ალარკონს ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის სტატუსი ჰქონდა შემადგენლობაში. მასთან დაახლოებულმა პირმა აღნიშნა, რომ ისკო ძალიან გახარებულია იტალიელი დამრიგებლის დანიშვნით, რასაც ანჩელოტის სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაზე („რეალში“ მუშაობასთან დაკავშირებით) მისი „მოწონებაც“ მოწმობს.

ისკოს 2022 წლის ზაფხულში ეწურება მოქმედი ხელშეკრულება სამეფო კლუბთან. მისი წლიური გასამრჯელო 6 მილიონ ევროს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ, ამ მომენტისათვის, ფეხბურთელის პოტენციალით არცერთი კლუბი არ არის დაინტერესებული. მისთვის საუკეთესო გამოსავალია გუნდში დარჩენა და სათამაშო წუთებისათვის ბრძოლა, თუმცა ეს ყველაფერი ანჩელოტისთან შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.

თავის მხრივ, „რეალის“ გეგმებში სულაც არ შედის მომავალ წელს ისკოს თავისუფალი აგენტის სტატუსით გაშვება.

AS dle 10.1


1

3 ივნისი 2021 12:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1006
არამგონია ეს დაუბრუნდეს ძველ ფორმას, მითუ ეტეს ოდეგორიც თუ დააბრუნეს დამთავრებულია

2

3 ივნისი 2021 15:11

  • ჯგუფი: მწერალი
  • |
  • სიახლეები: 158
  • |
  • კომენტარები: 485
სებალიოსს ნამდვილად აჯობებს და სკამისთვის იდეალური ვარიანტია
-----------------------
14 LOADING...

3

3 ივნისი 2021 15:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2334
ინდივიდუალური თვალსაზრისით რა კარგი მომავალი შეიძლებოდა ჰქონოდა ამ ბიჭს,მაგრამ უამბიციობამ მიიყვანა იქამდე სადაც ახლაა,მხოლოდ სკამის ფეხბურთელად განიხილება.

4

3 ივნისი 2021 15:49

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Bordo
ინდივიდუალური თვალსაზრისით რა კარგი მომავალი შეიძლებოდა ჰქონოდა ამ ბიჭს,მაგრამ უამბიციობამ მიიყვანა იქამდე სადაც ახლაა,მხოლოდ სკამის ფეხბურთელად განიხილება.

ანჩელოტის დროს ის 2 წელი ძან კაი იყო იქნებ ამოქოქოს კიდევ , ვაბშე ოდეგორზეც და ვინიზეც მაგარი იმედიანად ვარ იქნებ ვინი მოხოდოს რა მაინც ახალგაზრდებთან ეხერხება კარლიტოს მიდგომა

5

3 ივნისი 2021 16:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1850
ვითომ ისკო გახდება ის ისკო, რაც იყო? მე სამწუხაროდ აღარ მგონია, თუ მკითხავთ ისკო არც გახსნილა(22-23წლის ასაკში კარგი ელფერი ჰქონდა) უდრო მეტი შეეძლო და უკვე 29 წლისაა...

6

3 ივნისი 2021 16:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1955
ზამენაზე კარგი იქნება,ჯერ კიდევ შეუძლია რეალის დონეზე კარგი თამაშის ჩვენება.

7

3 ივნისი 2021 22:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 436
გუნდს განახლება სჭირდებოდა და ისეთი მწვრთნელი მოიყვანეს რომელიც ყველაზე ნაკლებად იფიქრებს ამ განახლებაზე, ისკოზე მარსელოზე და ბეილზე თუ ამყარებს ანჩელოტი იმედებს გასაგებია რა სეზონიც გველის

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)