ანჩელოტი:„რონალდუ ჩემი საყვარელი ფეხბურთელია, რამოსს მალე შევხვდები“

კარლო ანჩელოტიმ მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა...


„პირველ რიგში მსურს დიდი მადლობა გადავუხადო მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას და განსაკუთრებით ფლორენტინო პერესს, რომელმაც ჩემი აქ დაბრუნება მოინდომა. ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს იყო მსოფლიოს საუკეთესო კლუბის მწვრთნელი. მოუთმენლად ველი ვარჯიშების დაწყებას და გუნდის მომდევნო სეზონისთვის მომზადებას. არასდროს დამავიწყდება ის 2 წელი, რომელიც „ბლანკოსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე გავატარე.“

„ვაპირებ, რომ წარსულში მიღწეული წარმატება კვლავ გავიმეორო. აქ ჩამოსვლა დიდი ბედნიერება და ამასთანავე პასუხისმგებლობაა. თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში და მსურს, რომ დიდ წარმატებას მივაღწიო.“

„სერხიო რამოსთან დაკავშირებით კლუბთან ვისაუბრებ და თავად ფეხბურთელსაც შევხვდები. იმის დრო ჯერ არ მქონია, რომ კომუნიკაცია დამემაყრებინა, თუმცა ეს მალე მოხდება. ესპანელ ფეხბურთელს კარგად ვიცნობ და ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს მას მადრიდული გრანდისთვის.“

„კილიან მბაპეს „რეალში“ ტრანსფერი? როდესაც უმაღლესი დონის მოთამაშეები გყავს, ყოველთვის მეტი შანსი გაქვს იმისა, რომ მოიგო ტიტულები. ფრანგი ყველასთვის სასურველი ფიგურაა, თუ ის მადრიდისტა გახდება, რა თქმა უნდა მივესალმები ამ გადაწყვეტილებას.“

„სტილი? როდესაც „რეალს“ წვრთნი, ყოველთვის შეტევაზე უნდა იფიქრო და არ უღალატო იმ ისტორიას და ტრადიციებს, რომელიც კლუბს აქვს. ბოლო 5 წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა ფეხბურთში, თუმცა ჩვენი ფილოსოფია იქნება მხოლოდ შეტევა.“

„გუნდს ზაფხულის განმავლობაში დავაკომპლექტებ. ვიცი, რომ იჯარით ბევრი მოთამაშეა წასული, ისინი გუნდში დაბრუნდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვეტ, ვინ დარჩება და ვინ არა. მე ვფიქრობ, რომ რესურსი არსებობს, რომელიც სრულად უნდა ავითვისოთ. სიახლეები საჭიროა. მახსოვს, როდესაც მე მოვედი, „კასტილიადან“ 4 ფეხბურთელი დავიმატეთ, მათ შესანიშნავი სეზონები ჰქონდათ და გუნდს დახმარებას უწევდნენ.“

„კრიშტიანო რონალდუს დაბრუნება? პორტუგალიელი ძალიან მაღალი დონის ვარსკვლავია, მასთან მუშაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა.“

„ისკოს, გარეთს და მარსელოს ძალიან ვუყვარვარ. მჯერა, რომ მათი ჩემს მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილა.“

„ფლორენტინო პერესთან ძალიან ბევრი არ მისაუბრია. ჩვენ განვიხილეთ არსებული სიტუაცია და გავაკეთეთ მონახაზი, რომლითაც მომავალში ვიმოქმედებთ. მომდევნო დღეებში პერესს აუცილებლად შევხვდები და გუნდის საჭიროებებს განვიხილავ.“

„მე არ ვარ ის კარლო ანჩელოტი, რომელიც „რეალში“ წლების წინ მოვიდა. ბევრი წელი გავიდა და უფრო დიდი გამოცდილება შევიძინე. ვფიქრობ, რომ ახლა მენტალურადაც უფრო ძლიერი ვარ. მქონდა როგორც რთული, ასევე ძალიან კარგი მომენტები, თუმცა როდესაც პრობლემა გაქვს, უფრო ძლიერდები და მიზანდასახული ხდები.“

„როდესაც გუნდში რამოსი, კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, ბენზემა, ბეილი და სხვები გყავს, აუცილებლად უნდა იბრძოლო წარმატებისთვის. ეს არის ძალიან გამოცდილი და დიდი ამბიციის მქონე კლუბი.“

„რაული ჩემს თანაშემწედ? სამწვრთნელო შტაბს ცოტა ხანში წარმოგიდგენთ. ამ დღეებში ბევრი დეტალი შევათანხმეთ.“

„როგორც უკვე გითხარით, რამოსი „რეალისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ის ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვნად ფიგურას წარმოადგენს. ყველაფერს გავაკეთებ ესპანელ მოთამაშესთან სიტუაციის დასარეგულირებლად. კაპიტანმა აუცილებლად უნდა გაახანგრძლივოს და ჩემი გუნდის წარმატებაზე იზრუნოს.“

„გოლების მხრივ ბევრი მუშაობა გვმართებს. „რეალის“ მთავარი პრობლემა გასულ სეზონში სწორედ ეს კომპონენტი იყო. ვფიქრობ, ბენზემას გუნდში ყოფნა დიდი კომფორტია, ის უფრო პასუხისმგებლიანი და გამოცდილი ფორვარდი გახდა. ახლა ფრანგის როლი კიდევ უფრო გაიზარდა. დღეს „9“-იანი „რეალის“ შეუცვლელ ფიგურას და მთავარ დამრტყმელ ძალას წარმოადგენს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ბენზემაზე გათვლას ვერ გავაკეთებთ. ჩვენ გვყავს ვინისიუსი, რომელსაც უფრო მეტი გოლის გატანა მართებს. თუ შედეგიანობის გაზრდა გვსურს, აქცენტი არამხოლოდ კარიმზე, არამედ სხვა გარემარბებსა და ნახევარმცველების შედეგიანობის გაზრდაზე უნდა გავაკეთოთ.“

„ამ გუნდს შეუძლია მწვერვალების დაპყრობა. ზიდანის მმართველობის პირობებში გუნდმა 1/2 ფინალში გააღწია, თანაც უამრავი პრობლემის ფონზე. მე ვფიქრობ, რომ ამ შემადგენლობას იჯარით გაშვებული ფეხბურთელების დამატების შემდეგ გაცილებით მეტი შეეძლება, გარდა ამისა ჩვენ აუცილებლად ვიაქტიურებთ სატრანსფერო ბაზარზე.“

„ბეილს პრემიერლიგაში ბევრი არ უთამაშია, მაგრამ მისი სტატისტიკა შთამბეჭდავი იყო. უელსელი ფეხბურთელი როცა ინდომებს, ყოველთვის აღწევს წარმატებას. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. ის, რომ გარეთი სუპერ პროფესიონალია ეჭვს არ იწვევს.“

„„ევერტონთან“ ერთად ჩემი მიზანი ევროზონაში მოხვედრა იყო, სწორედ ეს ჩაითვლებოდა დიდ წარმატებად. გუნდებს აქვთ თავისი მაქსიმუმი. ზოგიერთი ჩემპიონობისთვის იბრძვის, ზოგიერთისთვის კი ევროსარბიელზე გასვლაა წარმატება.“

„მჯერა, რომ როგორც გუნდის მენეჯერები, ასევე გულშემატკივრები დიდ ნდობას გამომიცხადებენ, ვინაიდან მე ამ კლუბში ეპოქა შევქმენი. ვფიქრობ, მიღწეული შედეგებით ნდობის მანდატს ვიმსახურებ. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მომდევნო სეზონი ძალიან ნაყოფიერი გამოდგეს.“

„ზიდანი ჩემი კარგი მეგობარია. ამ ბოლო დროს კომუნიკაცია იშვიათად გვქონდა, თუმცა ის, რაც ფრანგმა „რეალისთვის“ გააკეთა, ნამდვილად საოცარი იყო. ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 3-ჯერ მოგებით ზინედინმა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საკუთარი თავი ჩაწერა. მას მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ და მჯერა, რომ მისი მომავალი კარიერა ძალიან წარმატებული იქნება.“

„აზარს საკუთარი პოტენციალი „რეალში“ არ გამოუვლენია. გამუდმებულმა დაზიანებებმა ბელგიელს არ მისცა იმისა საშუალება, რომ გუნდს სათანადოდ დახმარებოდა. იმედი მაქვს, წინახაზელის პრობლემები უკან მორჩა და მომდევნო სეზონში აუცილებლად გაიბრწყინებს.“

„40 წელია ფეხბურთში ვარ და ბევრი რამ მინახავს. ზინედინ ზიდანი ჩემი მხრიდან დიდ პატივისცემას იმსახურებს, მისი მადრიდული კარიერა რა თქმა უნდა პოზიტიურად უნდა შეფასდეს. ყველამ პატივი უნდა სცეს ფრანგი ლეგენდის გადაწყვეტილებას.“

„რონალდუს დაბრუნება? კიდევ ერთხელ ვამბობ, მე პორტუგალიელი ძალიან მიყვარს, მაგრამ ახლა ვერ ვისაუბრებ მოთამაშეზე, რომელიც სხვა კლუბს ეკუთვნის. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩემი დამოკიდებულება კრიშტიანოს მიმართ ძალიან პოზიტიურია და მჯერა, რომ ასაკის მიუხედავად ის კიდევ ბევრი გოლის გატანას შეძლებს.“

„ახალ ბერნაბეუზე გუნდის გაყვანა დიდი სიამოვნება და პატივი იქნება. მჯერა, რომ ამ სტადიონზე ბევრ საოცარ საღამოს ვიხილავთ.“

„კონტეს და ალეგრის კანდიდატურები „რეალში“? ორივე სპეციალისტს დიდ პატივს ვცემ. ანტონიომ „ინტერთან“ ერთად სკუდეტოს მოგება შეძლო, მასიმილიანო კი „ბებერი ქალბატონის“ რიგებში დაბრუნდა. ბედნიერი ვარ, რომ არჩევანი ჩემზე შეჩერდა.“

„მადრიდის „რეალი“ მიზანი ყოველთვის ყველა ტურნირის მოგება იყო და ახლაც ასე იქნება. მედიის მხრიდან სამეფო კლუბის მიმართ ყოველთვის დიდი ინტერესია. სწორედ ამიტომ ისმის კრიტიკა, ხანდახან უსაფუძვლოც, თუმცა ამას უნდა შევეგუოთ. ჩვენ ვართ მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე პოპულარული კლუბი.“ dle 10.1

  • Hala
  • 2 ივნისი 2021
  • 14230
  • 5

1

2 ივნისი 2021 21:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1706
რაული თანაშემწედ ყველაზე მეტად გამისწორდა თუ მოხდა

2

2 ივნისი 2021 21:30

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კარლო ოპტიმალური ვარიანტი იყო, მე მივესალმები მის დანიშვნას.
და რონალდოს დაბრუნებას რაც შეეხება, ეგეც კაი იქნება, თუ სხვა მაღალი კლასის შემტევები ვერ დაითრიეს. ტერმინატორი ისეთ კონდიციებშია და ისეთი ჟილკა აქვს 1-2 სეზონი კიდე დაიმხობს და იქამდე გუნდიც მოიხოდება ფინანსურად

3

2 ივნისი 2021 22:34

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
გუნდი ყველაზე ლაღ და სანახაობრივ ფეხბურთს ამ კაცის დროს თამაშობდა

4

3 ივნისი 2021 00:26

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: danielcarvajal
გუნდი ყველაზე ლაღ და სანახაობრივ ფეხბურთს ამ კაცის დროს თამაშობდა

კარლო პოზიტივით აღსავსე ადამიანია, რომელსაც კონფლიქტი არასდროს ჰქონია მოთამაშეებთან. ეს და დელ ბოსკე დაახლოებით ერთნაირი ტიპები არიან, მაგრამ არცერთი არაა ის მწვრთნელი შეზღუდული რესურსით რამეს მიაღწიოს.
რატომღაც მგონია ეხლა იმ პერიოდს გავდივართ,რაც 2004 დან 2010 მდე გავიარეთ. ჩვენი მაქსიმუმი ლა ლიგაში წარმატება იქნება ეს წლები.
იმედია ვცდები, მაგრამ არამგონია.

5

4 ივნისი 2021 04:14

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Erti sityvit bichebo me vaf milanis da realis fani da magrad gamiswordo karlo realshi rom dainishna da ragac mjera rom magrad moxodavs reals. Erti periodo milanis mwvrtneli iyoo da clubi imena magrad yavda moxodili da aqac moxodavs magrad es xo chveni karlo anchelotia warmatebebei karlos

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (77)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)