„რეალმა“ ჯულს კუნდეს ოფიციალური წინადადებით მიმართა

ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ ჯულს კუნდეს ოფიციალური წინადადებით მიმართა და შეთავაზების პაკეტი წარუდგინა. ფლორენტინო პერესის ფავორიტი სევილიელი უკანახაზელია და თვლის, რომ მისი მადრიდში ტრანსფერით გუნდი ძალიან გაძლიერდება.


კუნდეს „ბლანკოსისგან“ 6 წლიანი საკონტრაქტო შეთავაზება აქვს, სადაც მისი სევილიური ხელფასიც გაუმჯობესებული იქნება. ჯულსი ასევე ძალიან მოსწონს ზინედინ ზიდანს და პერესი სწორედ ამ ნაბიჯებით აპირებს ზიზუს მოხიბვლას და გუნდში დარჩენაზე დაყოლიებას.

სამეფო კლუბი ანდალუსიურ კლუბს კუნდეს სანაცვლოდ 55 მილიონ ევროს შესთავაზებს, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პერესი სატრანსფერო თანხის 75%-ს საწყის ეტაპზე გადაიხდის, ხოლო დანარჩენ 25%-ს 2022 წლის ზაფხულამდე.

22 წლის უკანახაზელმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 34 მატჩი ჩაატარა და მატჩების 87%-ში სასტარტო შემადგენლობაში იყო. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)