კარვახალი, მოდრიჩი, ბენზემა და ნაჩო გაახანგრძლივებენ

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა ახალ კონტრაქტებზე სერიოზულად მუშაობს. უკვე ცნობილია 4 ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც კლუბს საკუთარ თავს კიდევ დაუკავშირებს.


კარიმ ბენზემას მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება. გადაწყვეტილია, რომ ფრანგი მოქმედ ხელშეკრულებას კიდევ 1 წლით გააგრძელებს და „ბლანკოსში“ 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ლუკა მოდრიჩის შემთხვევაში საქმე გვაქვს კონტრაქტის ამოწურვასთან. ხორვატს 1 თვეში ეწურება ხელშეკრულება და კლუბს 2022 წლის ზაფხულამდე დარჩენაზე თანხმობა განუცხადა, სადაც მისი ხელფასიც 10%-ით შემცირდება.

დანი კარვახალი, რომელიც მიმდინარე სეზონში ფაქტობრივად საერთოდ არ სჩანდა მოედანზე, მოქმედ კონტრაქტს 2025 წლამდე გაახანგრძლივებს. მიმდინარე კონტრაქტით მას 2022 წლამდე აქვს „ბლანკოსში“ თამაშის ვალდებულება.

და ბოლოს, ნაჩო ფერნანდესი, რომელიც მიმდინარე სეზონში ძალიან ბევრჯერ გამოჩნდა მოედანზე, „მერენგებთან“ კონტრაქტზე თანახმაა. მოქმედი შეთანხმებით, ფერნანდესი „რეალში“ 2022 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს, ხოლო ახალი კონტრაქტით ის 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება მადრიდში.

ჯერ-ჯერობით კვლავ გასარკვევია სერხიო რამოსის, რაფაელ ვარანის და ლუკას ვასკესის მომავალი. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)