Defensacentral - „რეალში“ 6 ახალი სუპერ ვარსკვლავი ითამაშებს!

Defensacentral იუწყება, რომ მადრიდის „რეალში“ სერიოზული ცვლილებები იწყება. გუნდმა სეზონი უტიტულოდ დაასრულა, რაც ბევრი წელია არ მომხდარა. ეს იყო დიდი სიგნალი და ნიშანი იმისა, რომ კოლექტივში ცვლილებები გარდაუვალია და თუ დირექტორთა საბჭო და პრეზიდენტი პერესი აქტიურობას არ გამოიჩენს, პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება და შემდეგ ბევრად უფრო რთულად გამოსასწორებელი იქნება.


ამავე წყაროზე დაყრდნობით, სამეფო კლუბში მეგატრანსფერებს განიხილავენ და სრული ფინანსური რესურსის მოძიებაც აქვთ განზრახული. სატრანსფერო სიის სათავეში კილიან მბაპეა, რომელიც პერესის გეგმის მთავარი ვარსკვლავი უნდა გახდეს და კრიშტიანო რონალდუს რეალური მემკვიდრის სტატუსი მიიღოს.

მბაპესთან ერთად სამეფო კლუბი აქტიურად მუშაობს ერლინგ ჰოლანდი - ლაუტარო მარტინესის დუეტიდან ერთ-ერთის შეძენაზე. „მერენგებში“ თვლიან, რომ კარიმ ბენზემასთან ერთად გუნდს კიდევ 1 ექსტრა კლასის ფორვარდი სჭირდება.

მოდრიჩის დარჩენა გადაწყვეტილია, ის მინიმუმ ერთი წელი დაიცავს „ბლანკოსის“ ღირსებას, მაგრამ გუნდში ხორვატის შემცვლელზე სერიოზულად ფიქრობენ და ედუარდო კამავინგას ტრანსფერის დასრულება სურთ. ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ მთავარ გუნდში დაწინაურდება ახალგაზრდა ბლანკო, რომელმაც მიმდინარე სეზონში რამდენიმე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა.

100%-ით გადაწყვეტილია დავიდ ალაბას ტრანსფერი, რომელიც „ბაიერნიდან“ მოხდება. ავსტრიელი გერმანული კლუბის ფეხბურთელებს მალე დაემშვიდობება და გეზს სამეფო კლუბისკენ აიღებს. აღსანიშნავია, რომ ეს შეთანხმება უფასოდ მოხდება, ვინაიდან დავიდი „რეალს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით უერთდება.

„არსენალიდან“ დაბრუნდება მარტინ ოდეგორიც, რომელმაც პრემიერლიგაშიც დაამტკიცა, რომ მაღალი დონის ნახევარმცველია და სამეფო კლუბში თამაშს იმსახურებს. ნორვეგიელზე დიდი ავანსებია გაცემული.

და ბოლოს, ფლორენტინო პერესი აუცილებლად აპირებს ერთი მაღალი დონის ცენტრალური მცველის დამატებას. ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა რაფაელ ვარანის ახალი კონტრაქტია, თუმცა გუნდი ალტერნატივებზეც მუშაობს. „ბლანკოსის“ რადარზე არიან პაუ ტორესი, ჯულს კუნდე და მატის დე ლიხტი, თუმცა ამ უკანასკნელის დამატება ყველაზე რთული იქნება.

Defesancetral იუწყება, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდები არ არის და „რეალი“ საქმეს ძალიან სერიოზულად მიუდგება, ვინაიდან გუნდი ძველ სიმაღლეს უნდა დაუბრუნდეს. dle 10.1


1

23 მაი 2021 22:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4883
Le equipe-მ საერთოდ სხვა რამე დაწერა. თუ პსჟ მბაოპეს სპორტულ გარანტიებს არ მისცემს და მის მოთხოვნებს სრულად არ დააკმაყოფილებს, მაშინ რეალში ტრანსფერი შედგება. მაგრამ თუ პსჟ მბაპეს სურვილს აასრულებს, მბაპემ შეიძლება ახალ კონტრაქტს მოაწეროს ხელიო.

2

24 მაი 2021 00:36

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ლაუტარო არ აკიტრი. პატარა ტერმინატორი ჰალანდი მოიყვანონ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)