ბუტრაგენიო:„ზიდანის და რამოსის მომავალზე დამატებითი საუბარი მოგვიწევს“

მადრიდის „რეალის“ ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ სეზონი შეაფასა და მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.


„პირველ რიგში ვულოცავ მადრიდის „ატლეტიკოს“. დიეგო სიმეონეს გუნდმა დიდი ბრძოლის შედეგად მოიპოვა ლა ლიგის თასი. ეს ძალიან რთული წელი იყო და ვამაყობ, რომ „რეალის“ ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს.“

„დღევანდელი თამაში მთელი სეზონის კარგი ანარეკლი იყო. ჩვენ ვიხილეთ უშეღავათო ბრძოლა, სადაც „რეალი“ არასდროს ნებდება და ხშირ შემთხვევაში წარმატებას აღწევს.“

„მადრიდში არსებობს მთელი რიგი ფასეულობებისა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ჩვენ არასდროს ვღალატობთ ტრადიციებს და არ ვცვლით გეზს. არავითარი საყვედური არ გვაქვს ფეხბურთელების მიმართ, ისინი მთელი სეზონის მანძილზე უშეღავათოდ იბრძოდნენ და უამრავი ტრავმის მიუხედავად, ურთულეს მატჩებს იგებდნენ.“

„სერხიო რამოსის და ზიდანის მომავალი? ამ თემასთან დაკავშირებით დამატებით მოგვიწევს საუბარი.“

„ჩვენი გულშემატკივრები ვირტუალურად გვიჭერდნენ მხარს. დიდი იმედი მაქვს, რომ მომდევნო სეზონს მათთან ერთად დავიწყებთ და სტადიონი გაივსება.“

„კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ არნაუს ოჯახს, ეს დიდი დარტყმა იყო საფეხბურთო სამყაროსთვის.“ dle 10.1


1

22 მაი 2021 23:58

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ზიდანი და რამოსი დარჩება 100% ვარანიც

ანი სადაა სად რო არ დამენიძლავათითქოს ჩემზე მეტი მადრიდისტა იყოს😁

ხეტაფესთან და ბეტისთან ნათამაშებმა ფრემ დაგვაკარგინა ლა ლიგა

2

23 მაი 2021 04:58

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: lazio
ზიდანი და რამოსი დარჩება 100% ვარანიც

ანი სადაა სად რო არ დამენიძლავათითქოს ჩემზე მეტი მადრიდისტა იყოს😁

ხეტაფესთან და ბეტისთან ნათამაშებმა ფრემ დაგვაკარგინა ლა ლიგა

ხეტაფესთან 100 გოლი გააუქმეს და ბეტისთან 100 პენალტი არ დადეს სევილიასთან კიდევ არდასადები პენალტი დადეს... ატლეტიკოსთან ხო საერთოდ..აი ამან დააკარგვინა თასი რეალს

3

23 მაი 2021 08:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1954
ზიდანს თუ ახალ ტოპ ფეხბურთელებს არ უყიდის პერესი,რა თქმა უნდა არ დარჩება გუნდში.მბაპე,ჰოლანდი,პაუ ტორესი,კანტე,კამავინგა თუ უყიდა,ზიდანი ყველა თასს მოიგებს რეალისთვის.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (25)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)