რაულ ალბიოლი: ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული

მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, რაულ ალბიოლმა, ინტერვიუში ჰონდურასთან მოახლოებულ უმნიშვნელოვანეს მატჩზე ისაუბრა.


“შვეიცარიასთან მარცხი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ადვილად დასამარცხებელი მეტოქე არ არსებობს. არცერთი გუნდი არ არის ხელწამოსაკრავი, რაც იმითაც მტკიცდება, რომ ჯერჯერობით მუნდიალის სხვა ფავორიტებსაც უჭირთ მატჩების მოგება.”

“საწყისი შეხვედრა დავიწყებას მიეცა. წინ კიდევ ორი ტურია, რაც მდგომარეობის გამოსწორების შანსს გვაძლევს. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. თუ დარჩენილი მატჩები მოვიგეთ, მაშინ ჯგუფიდანაც გავალთ.”

“მსოფლიო ჩემპიონატი უნიკალური ტურნირია, თუნდაც იმიტომ, რომ მასში მონაწილეობის შანსი ყოველთვის არ გაქვს. გამომდინარე აქედან, ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ნაკრები მუნდიალის დასკვნით ეტაპს მიაღწევს.”

“კასილასი ძლიერი პიროვნებაა. იკერს ზურგს კოლოსალური გამოცდილებაც უმაგრებს. მისი ფიქრები მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატს უტრიალებს. ფაქტია, რომ წარმატების მიღწევა ძალიან გვინდა, რაც დამატებით მოტივაციას გვძენს.”

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • niko
  • 19 ივნისი 2010
  • 1698
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)