საბოლოო შეხვედრა - პერესმა ზიდანთან ტრანსფერები დაასახელა!

ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესმა ზინედინ ზიდანს გუნდის ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია გააცნო და ორშაბათს შეხვედრა დანიშნა...


სწორედ ორშაბათს იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება ზინედინ ზიდანის მომავლის შესახებ. ფრანგ სპეციალისტს რამდენიმე დღე აქვს იმისათვის, რომ მოიფიქროს და გადაწყვტილება მიიღოს.

არავინ იცის, რა წერია პერესის დოკუმენტში, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ფლორენტინო ზიდანს ამ ზაფხულს მბაპეს ყიდვას პირდება და მის დაყოლიებას სწორედ ამ გზით აპირებს.

კულუარული ინფორმაციით, „ბლანკოსის“ ბიუჯეტი, რომელიც ტრანსფერებს ეხება 350 მილიონი ევროთი განისაზღვრება და მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ გუნდი გაყიდული ფეხბურთელების სანაცვლოდ 200 მილიონს მიიღებს. dle 10.1

  • Hala
  • 19 მაი 2021
  • 3643
  • 4

1

19 მაი 2021 14:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1963
წუწურაქი პერესის ფონზე ზიდანის წასვლის სუნი მცემს.იუვეში გადავა ზიზუ,სადაც მთლიან კარტ ბლანშს მისცემენ და პერესი დარჩება პირღია.ალეგრის მოიყვანს და იქ მოკვდება რეალის დიდება.

2

19 მაი 2021 15:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1850
ციტატა: zizu2020
წუწურაქი პერესის ფონზე ზიდანის წასვლის სუნი მცემს.იუვეში გადავა ზიზუ,სადაც მთლიან კარტ ბლანშს მისცემენ და პერესი დარჩება პირღია.ალეგრის მოიყვანს და იქ მოკვდება რეალის დიდება.

ეგ არ მინდა ხოდა ზიდანი იუვეში გადავიდეს და ალეგრი მოიყვანოს რეალში... არ მჯერა რაღაც ალეგრის, თან მითუმეტეს დაბერდა სასტავი...

3

19 მაი 2021 20:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 593
350 მილიონი და პლიუს გაყიდული ფეხბურთელებით აღებული ფული არაა ცუდი ვარიანტი,არააა რეალი შეიხების და შესაბამისად აზროვნებს პერესიც აბა გააკოტროს და დედა უტიროს გუნდს? ბამპეს თუ მოიყვანს უეჭველი და ჰალანდიც მოვა მაგ ფულში მეტი რა უნდა ზიზუს...თუ დაჭირდა აზარს ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში თუ პოგბა ვერ უყიდა,კაზე და ვალვერდე მოდრიჩი არიან ბოლო ბოლო,დარჩება ჰაკიმი დასაბრუნებელი რომლის ფული ყოველთვის ექნება რეალს...და ის მაინტერესებს უკეთესს რას სთავაზობს იუვე რო წავიდეს ზიზუ.კათარზისის გუნდი ეყოლება და კი ვნახეთ რა უქნა აიაქსის პატარა ბიჭებმა

4

19 მაი 2021 20:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
ჰოლანდი არაა ზიდანის სტილის ფეხბურთელი, დღეს პრესინგი მნიშვნელოვანია და ვერ ვიხსენებ ჰოლანდი ძლიერი იყოს პრესინგში.. ფინალური ფაზა მნიშვნელოვანია, მაგრამ ბენზემა მანდაც კარგია და პრესინგზეც.. მეკარის ხელიდან ბენზემაზე მეტი გოლი არ მგონია ვინმეს გაეტანა. ამიტომ არჩევანო სავარაუდოდ ლაუტაროზე შეჩერდება და თუ კარგ ფასში გამოვა, აუცილებლად დაიმატებენ. ჰოლანდი კარგია, მაგრამ როცა პირველობა გინდა, საკმარისი არ არის. არც ლევანდოვსკი ცვლის სურათს ბაიერნში.. ციფრებმა არ უნდა მოგვატყუონ. პლიუს ალაბა ასევე გაფორმებულია, გავრცელებული ცნობების მიხედვით. ახლა მთავარია რა მოხდება ვარანი-რამოსის სიტუაციაზე და შევძლებთ თუ არა მილინკოვიჩ-სავიჩის დამატებას. პლიუს კანტერადან უნდა დაიწყოს სისხლის გადმოსხმა და მომავალ წელს ბლანკოც და გუტიერესიც უკეთესები იქნებიან. ფაქტი ისაა რომ გუნდში 25 ძირითადის ფეხბურთელი უნდა ირიცხებოდეს და არა 11.. სხვანაირად დუბლზე და მითუმეტრს ტრებლზე ფიქრი აზრს მოკლებულია.. ამის შენახვას კიდევ სერიოზული ფინანსური დანახარჯები ჭირდება და უნდა გავითვალისწინოთ რომ რეალი მსოფლიოში საუკეთესო სტადიონს აშენებს და აპირებს საფეხბურთო სამყაროს დედაქალაქად იქცეს.. ამიტომ არ მესმის რა საჭიროა წუწუნი, საუკეთესო გუნდს საუკეთესო ქომაგები უნდა ყავდეს და აქ ხან ვის აგინებენ ხან ვის.. პერესს, ზიდანს ან ბენზემას როცა ლანძღავ, რაზე ფიქრობ ადამიანი, გაუგებარია აბსოლუტურად.. მთელი საფეხბურთო სამყაროს ყველა გუნდი ოცნებობს პერესისნაირ პრეზიდენტზე. ახლა პირველ რიგში გუნდს მორალური სტაბილურობა ჭირდება, სხვანაირად ცვლილებები მტკივნეული იქნება.. ამიტომ არ გვაწყობს არც ზიზუს, არც რამოსის წასვლა..

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)