ზიდანი:„ეს იყო დასტური იმისა, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს“

ზინედინ ზიდანმა „ბილბაოსთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ლა ლიგის 38-ე ტურში ვითარება შესაძლოა შეიცვალოს.


„დღევანდელი საღამო იყო კიდევ ერთი გამოძახილი იმისა, რომ გადაწყვეტილი არაფერია. „ატლეტიკო“ და „რეალი“ პარარელურად თამაშობდნენ, ჩვენ ვიგებდით, ისინი კი აგებდნენ, თუმცა საბოლოო ჯამში სხვაობა არ შეცვლილა. დიახ, სიმეონეს გუნდმა მძიმე მატჩი მოიგო, ჩვენ კი გაჩერებას არ ვაპირებთ, „ვილიარეალს“ აუცილებლად დავამარცხებთ და პირველ ადგილზე გადასვლას ვეცდებით.“

„ჩემს მომავალზე საუბარს ახლა არ ვაპირებ. ერთადერთი საზრუნავი ლა ლიგის ბოლო ტურის მოგებაა, რასაც შესაძლოა ტურნირის მოგებაც მოჰყვეს. მომავალზე საუბრის დრო შემდეგ მოვა.“

„მიუხედავად მრავალი სირთულისა, „რეალი“ ბრძოლაში რჩება. ახლა უკვე ნათელია, რომ თასი „ატლეტიკოსა“ და „ბლანკოსს“ შორის გათამაშდება.“

„ნაჩო მადრიდის „რეალისთვის“ ყოველთვის ძალიან ბევრს აკეთებდა და დღემდე ასეა. ყველამ უნდა დააფასოს ესპანელი ფეხბურთელის ღვაწლი „მერენგების“ წარმატებაში.“

„აზარი სათადარიგოთა სკამზე დავტოვე, მას არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, მაგრამ ჩავთვალე, რომ ბელგიელის გამოყენება მეორე ტაიმში უფრო სასარგებლო იქნებოდა“.

„მსაჯებზე საუბარს არ ვაპირებ, ამ პოლემიკაში არ შევალ, არც თერთმეტმეტრიანთან და არც პასიურ თამაშგარესთან დაკავშირებით.“

„ფეხბურთელებთან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით არაფერი მითქვმას, ეს სულელური საქციელი იქნებოდა. ახლა მათი ყურადღება მხოლოდ ჩემპიონატის მოგებაზე უნდა იყოს გამახვილებული.“

„რაული? თუ ის როდესმე „რეალის“ მწვრთნელი გახდება, მე მას აუცილებლად მივულოცავ და საუკეთესოს ვუსურვებ.“ dle 10.1

  • Ramos
  • 16 მაი 2021
  • 2931
  • 1

1

16 მაი 2021 23:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5968
ზიზუ უნდა მოიგო ტიტული აუცილებლად ისე ვერსად წახვალ წელს.
-----------------------
ჰალამადრიდ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)