ზიდანი:„4 ფინალი დაგვრჩა, ჩვენ გვჯერა ჩემპიონობის“

ზინედინ ზიდანმა „სევილიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და მრავალი საკითხი მიმოიხილა. ფრანგმა ფეხბურთელმა საკუთარი მომავალზე, ედენ აზარზე, სერხიო რამოსის ტრავმასა და სხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა.


„დარწმუნებული ვარ, ურთულესი თამაში გველის. წლევანდელ სეზონში „სევილია“ საოცარ ფეხბურთს თამაშობს. მჯერა, რომ „ჩელსისგან“ განსხვავებული მატჩი უნდა ჩავატაროთ. ჩემმა ბიჭებმა დავალება უკვე მიიღეს, დანარჩენს კი მოედანზე ვნახავ. წინ 4 გადამწყვეტი დაპირისპირება გველის.“

„საჭიროა მუდმივი მუშაობა, მუშაობა და მუშაობა და არა „ბლა, ბლა, ბლა“, მერწმუნეთ, მხოლოდ კრიტიკით და უაზრო განცხადებების კეთებით შედეგს ვერ მივაღწევთ. როგორც გამარჯვებაზე, ასევე წაგებზე პასუხისმგებლობას ვიღებ და ჩემ როლს ვაცნობიერებ.“

„ვფიქრობ, რომ გუნდისთვის ბევრი რამის გაკეთება შემიძლია, როგორც კი მივხვდები, რომ სათანადო დონეზე ვერ ვდგავარ, კარს გავიხურავ. თუ ეს მოხდება, რა თქმა უნდა დავტოვებ მთავარი მწვრთნელის პოსტს.“

„ფეხბურთელების ტრავმები რა თქმა უნდა შემაშფოთებელია. ჩვენმა მოთამაშეებმა სეზონის მანძილზე 60-მდე დაზიანება მიიღეს, რაც დასაფიქრებელია, თუმცა თავისი ობიექტური მიზეზებიც აქვს. კორონავირუსი, კალენდარი, სტრესი და ასე შემდეგ. დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ მომდევნო სეზონში სულ სხვა რეალობა იქნება და მოთამაშეებს ნორმალური პრე-სეზონის გავლა მოუწევთ.“

„აზარმა ბოდიში მოიხადა და ვთვლი, რომ ეს სამაგალითო საქციელია. ედენთან პირადი საუბარი მქონდა და საკითხი დაიხურა. არავინ უნდა ჩათვალოს, რომ ლონდონში ის კარგ ხასიათზე იყო, წინახაზელი უბრალოდ ძველ მეგობრებს ესაუბრებოდა.“

„დიდ იმედს გამოვთქვამ, სერხიო რამოსი მიმდინარე სეზონში კიდევ შეძლებს გუნდის დახმარებას, თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ანდალუსიური კლუბის წინააღმდეგ ვერ დაგვეხმარება.“

„ჩემპიონთა ლიგა უნდა დავივიწყოთ და მხოლოდ ლა ლიგის მატჩებზე ვიფიქროთ. წინ 4 ფინალია, ჩემპიონობასთან ახლოს ვართ და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ.“ dle 10.1


1

8 მაი 2021 21:07

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Chempionobastan ertad mesis darchenac didi sachuqari iqneba chemtvis

2

8 მაი 2021 21:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4900
ციტატა: Kritikosi ani
Chempionobastan ertad mesis darchenac didi sachuqari iqneba chemtvis

მესის დარჩენა რატომ გიხარია? გაბანძდა და ვეღარ თამაშობს?
რეალს რომ ყავს 25 წლის ასენსიო როდრიგო და ვინისიუსი მაგიტომ გვაქვს კარგად საქმე. 35 წლის მესი ლალიგის ბომბარდირია ასისტებშიც და გოლებშიც. ნეტა მისი დონის ნახევარი შუა ხაზში ვინმე გვყავდეს, ჩელსისთან კარში დაურტყნელად კი არ გავვარდებოდით :))

3

8 მაი 2021 21:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2640
მემგონი ის 1000 ლარიანი ბილეთი ცოცხლდება, აქ უწერია ვიღაცას რეალის ჩემპიონობა 1000 ლარში, წარმომიდგენია ხვალ რა დღეში იქნება, წარმატებები რეალსაც და იმ კაცის ბილეთსაც ვინც ესეთი ბილეთი დაწერა. არადა ატლეს 13 ქულით გაქცევის შანსი ქონდა და ვინ იფიქრებდა რომ 4 ტურით ადრე ესე დავბურნდებიდით ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. ბრძოლაში კი არა მთავარი ფავორიტები გავხდით რადგან ჩვენს თავზე ვართ დამოკიდებული, მოვიგებთ ოთხივე თამაშს და ლა ლიგა ჩვენია. ხვალ უნდა დადონ სული და გული მოედანზე, აზარისგან ველოდები მე პირადად რომ რამეს იზამს და იმ თავის სირულ საქციელს დაავიწყებს მადრიდელებს

4

8 მაი 2021 22:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1551
სამწუხაროდ ბილეთის ყიდვა ვერ მოვასწარი მე თვითონაც ბათუმელი ვარ და რათქმაუნდა ბათუმის დინამოს ვგულშემატკივრობ მაგრამ მეორეს მხრივ თბილისის დინამოზეც ძაან მწყდება გული, ეს რას დაემსაგვსა ერთ დროს დიდებული კლუბი, ტიპები პასს პასზე ვეღარ აბამენ, არაფრის ხოდი აღარ აქვთ, პროსტა ის ტეხავს რომ საქართველის შემპიონატში სხვები შედარებით დაბალი დონის არიან და ძირითადად ესენი იგებენ ჩემპიინატს და ამათ უწევთ ევროსარბიელზე ჩვენი სახელით გასვლა და იქ რასაც აკეთებენ კი ვხედავთ, კოშმარი რომ არ გავიხსენოთ კლაკსვიკთან. სახელიღა დატოვეს გუნდისგან და მეტი არაფერი, მაგრად ტეხავს.

5

8 მაი 2021 22:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2640
ისეთი ატმოსფერო იყო მართლაც და ისეთი კარგი სტადიონია მეგონა ჩემპიონთა ლიგის თამაშს ვუყურებდი

6

8 მაი 2021 23:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 597
ძალიან ძნელი იქნება ხვალ სევილიასთან მოგება,როცა ძირითადის მცველები არ არიან არც ერთი,რამოსი,ვარანი,მენდი,კარვახალი...

7

8 მაი 2021 23:20

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ვინ იყავით დინამოების თამაშზე? აუუ ეს რა იყო ბიჭოო ევროპაში მეგონა თავი ეს რა ატმოსფერო იყო დაქუხა ულამაზესმა სტადიონმა. ზღაპარს გავდა ეს ყველაფერი გილოცავთ მთელ ბათუმს ამ მოგებას. პს ბარსას და ატლეს საღოლ დახატეს ფრე

8

8 მაი 2021 23:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1414
ციტატა: lasha-bacha
ძალიან ძნელი იქნება ხვალ სევილიასთან მოგება,როცა ძირითადის მცველები არ არიან არც ერთი,რამოსი,ვარანი,მენდი,კარვახალი...

სევილიას არანაირი მოტივაცია აღარაა აქ, ჩემპიონობის შანსი აღარ დარჩათ და მეოთხე ადგილი ისედაც განაღდებული აქვთ, ჩვენ კი პირიქით მოტივირებულები ვართ

9

10 მაი 2021 15:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1182
ციტატა: murtoreali777
მემგონი ის 1000 ლარიანი ბილეთი ცოცხლდება, აქ უწერია ვიღაცას რეალის ჩემპიონობა 1000 ლარში, წარმომიდგენია ხვალ რა დღეში იქნება, წარმატებები რეალსაც და იმ კაცის ბილეთსაც ვინც ესეთი ბილეთი დაწერა. არადა ატლეს 13 ქულით გაქცევის შანსი ქონდა და ვინ იფიქრებდა რომ 4 ტურით ადრე ესე დავბურნდებიდით ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. ბრძოლაში კი არა მთავარი ფავორიტები გავხდით რადგან ჩვენს თავზე ვართ დამოკიდებული, მოვიგებთ ოთხივე თამაშს და ლა ლიგა ჩვენია. ხვალ უნდა დადონ სული და გული მოედანზე, აზარისგან ველოდები მე პირადად რომ რამეს იზამს და იმ თავის სირულ საქციელს დაავიწყებს მადრიდელებს

სწორი ხარ, მაგრამ ვერ მოიგეთ, ისევ ჩაი-ვეს ბენზემას ლომებმა. მაშ ასე პირველი ფინალი იმ 4 ფინალიდან გამოირიცხა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)