„რეალის“ ოფიციალური განცხადება - ისევ სუპერლიგა!

მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ხელმძღვანელობას სურს უპასუხოს 7 მაისს გავრცელებულ განცხადებას, რომლის ავტორიც „უეფა“ გახლავთ და რომელიც „რეალის“, „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ პოზიციის ცვლილებას მოითხოვს სუპერლიგის პროექტის შესახებ...


„სუპერლიგის დამფუძვნებელმა კლუბებმა განცხადების გავრცელების დღიდან დღევანდელ დღემდე უდიდესი ზეწოლა მიიღეს და ეს გარემოება არც ახლა იცვლება. ისმის მუქარა და არანაირი მოწოდება კონსტრუქციული დიალოგის შესახებ. კანონის უზენაესობის მიხედვით ეს არის ყოვლად მიუღებელი ქმედება და საჭიროებს სამართლებრივ განსჯას. უკვე მიმდინარეობს რამდენიმე სასამართლო პროცესი, რის საფუძველზეც „უეფას“ და „ფიფას“ აეკრძალათ ყოველგვარი ზეწოლის განხორციელება და რადიკალური ზომების მიღება სუპერლიგის დამფუძვნებელი კლუბების მიმართ.“

„ჩვენ ვრჩებით ჩვენს აზრზე და ვთვლით, რომ ეს პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ კლუბებმა ეკონომიკური კრიზისი დაძლიონ და არსებული პანდემიის პირობებში საკუთარი პრობლემების მოგვარება შეძლონ. შემქმნელი კლუბები ერთხმად თანხმდებოდნენ იმაზე, რომ სუპერლიგის პროექტი აუცილებლად იქნებოდა შეთანხმებული „ფიფასთან“ და „უეფასთან“ და არ შეეწინააღმდებოდა არც მათ სტრუქტურას და ეკოსისტემას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციებმა უარი განაცხადეს ყოველგვარ კომუნიკაციაზე.“

„მსოფლიო ფეხბურთის ახლანდელი სტრუქტურისა და ეკოსისტემისადმი სრული პატივისცემით. სუპერლიგის კლუბები ღიად შეთანხმდნენ იმაზე, რომ სუპერ ლიგა შედგებოდა იმ შემთხვევაში, თუ ტურნირი „ფიფასა“ და „უეფას“ მიერ ოფიციალურ აღიარებას მოიპოვებდა. თუმცა, მათი მხრიდან მოლაპარაკებებისა და პირობების გაცნობის საშუალება არ არსებობს.“

„ფინანსური სტაბილიზაციის დამყარება და კრიზისის დაძლევა სრულიად ევროპული საფეხბურთო ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სუპერლიგა იღებს ვალდებულებას მაქსიმუმი გაიღოს ევროპული გრანდების და არამხოლოდ გრანდების ფინანსურ უზრუნველყოფასა და კრიზისის დაძლევაზე, რაც ფეხბურთის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური მდგრადობა და აღებული ვალდებულება ეფუძვნება მკაფიო, გამჭირვალე და პროფესიონალურ ანალიზს.“

„სუპერლიგის 12 დამფუძნებელმა კლუბმა აღნიშნული ინიციატივა განიხილა, როგორც უნიკალური შესაძლებლობა, თაყვანისმცემლებისთვის მსოფლიოს საუკეთესო სანახაობა შეეეთავაზება და და გლობალური ინტერესი კიდევ უფრო გაღვივებულიყო ამ სპორტის მიმართ, რომელიც თაობათა ცვლის შედეგად ინტერესის მხრივ რეგრესირებს. მეორე მხრივ, ის ასევე მიზნად ისახავდა ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციას, რაც მისი პოპულარიზაციის ისტორიული შესაძლებლობა იყო.“

„ჩვენთვის კარგად ცნობილია სუპერლიგის ინიციატივის მიმართ ძალიან განსხვავებული სფეროების რეაქციების მრავალფეროვნება, შესაბამისად, ამ რეაქციების გამომწვევი მიზეზების ასახვის აუცილებლობა და იმ მიდგომის გადახედვა, თუ რა არის ეს საჭირო ამ პრობლემასთან სამუშაოდ. სერიოზული გათვლების საჭიროება დგება მაშინ, როდესაც გავითვალისწინებთ საფეხბურთო სექტორის საჭიროებებსა და სისტემურ კრიზისს.“

„ჩვენ ღრმად ვწუხვართ, რომ ჩვენი მეგობრები და სუპერლიგის პროექტის დამფუძნებელი პარტნიორები უეფასთან გარკვეული ვალდებულებების აღების შემდეგ აღმოჩნდნენ არათანმიმდევრულ მდგომარეობაში. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მატერიალური პრობლემები, რამაც 12 კლუბს რამდენიმე კვირის წინ უბიძგა ამ პროექტის გამოცხადებისკენ არსად გამქრალა და ისევ არსებობს. ფეხბურთის გულისთვის, ჩვენ მოვალენი ვართ ვიმოქმედოთ პასუხისმგებლობით და დაჟინებით ვეძიოთ საუკეთესო გადაწყვეტილება მიღებული ზეწოლისა და მუქარის მიუხედავად.“

„დასასრულს, ჩვენ ვიმეორებთ და მოვუწოდებთ, როგორც „ფიფას“, ასევე „უეფას“, რომ შეწყვიტონ ზეწოლა გუნდებსა და ფეხბურთელებზე, ვინაიდან ეს აზიანებს, როგორც კლუბებს, ასევე მოთამაშეებს.“ dle 10.1

  • Hala
  • 8 მაი 2021
  • 3505
  • 3

1

8 მაი 2021 14:20

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
იმედია რეალი მოიკვეთება ლიგჯდან სანამ ვირთხა პერესი რეალის პრეზიდენტობის პოსტს არ დატოვებს, ამის ღირსები ვართ ნამდვილად !!!

2

8 მაი 2021 15:56

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: anzortvauri
იმედია რეალი მოიკვეთება ლიგჯდან სანამ ვირთხა პერესი რეალის პრეზიდენტობის პოსტს არ დატოვებს, ამის ღირსები ვართ ნამდვილად !!!

jer city unda mokveton

3

8 მაი 2021 17:03

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
სუპერლიგა საჭიროა ნამდვილად მაგრამ ლიგაზეც უნდა თანახმა იყოს პერესი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)