კურტუა სახლში ბრუნდება

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი დაპირისპირება მეტად ამაღელვებელი და ემოციური იქნება ტიბო კურტუასთვის.


ბელგიელი კარის დარაჯი გარკვეული პაუზის შემდეგ „სტემფორდ ბრიჯზე“ ბრუნდება, სადაც 4 წლის განმავლობაში იცავდა „ლურჯების“ ღირსებას. აღსანიშნავია, რომ 2011 წელს, 19 წლის ტიბო, 9 მილიონი ევროს სანაცვლოდ, „გენკიდან“ (49 გაშვებული გოლი 45 მატჩში) შეიძინეს „არისტოკრატებმა“ და შემდეგ მყისვე გაასხვივეს 3 წლის ვადით „ატლეტიკოში.“

საფეხბურთო საზოგადოებამ კურტუა სწორედ „როხიბლანკოში“ ასპარეზობის ჟამს გაიცნო. ის დროთა განმავლობაში საიმედო გოლკიპერად ჩამოყალიბდა - მხოლოდ 125 გაშვებული ბურთი 154 დაპირისპირებაში (საშუალოდ 0.81 გოლი თითოეულ მატჩში), რაც დიდებული ციფრებია.

ათლეტური აღნაგობის მეკარე 2014 წელს დაბრუნდა ნისლიან ალბიონზე, რასაც წინ საინტერესო ფაქტი უძღოდა. ჩემპიონთა ლიგის 2013/14 წლების სეზონში, როდესაც „ატლეტიკოსა“ „ჩელსის“ გზები გადაიკვეთა, კონტრაქტის თანახმად, კურტუას აღნიშნულ მატჩებში მონაწილეობის მიღება არ უნდა ჰქონოდა, თუმცა საქმეში „უეფა“ ჩაერია, რის შემდეგაც ფეხბურთელს თამაშის ნება დართეს, ხოლო ესპანელებმა ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს. საერთო ჯამში კლუბებს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად შეირყა და ლონდონელებმაც თავისთან წაიყვანეს ტიბო.

„რეალში“ გადაბარგებამდე, გოლკიპერმა 4 სეზონი დაჰყო „ჩელსიში.“ ის ორჯერ პრემიერ ლიგის, ხოლო თითო-თითოჯერ ლიგისა და „ფა“ თასის მოგებაში დაეხმარა თანაგუნდელებს. მისი საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი გახლდათ - 0.99 გაშვებული გოლი თოთოეულ მატჩში (152 გოლი 154 თამაშში).

სამეფო კლუბს კურტუას ტრანსფერი 35 მილიონი ევრო დაუჯდა. ის მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესოა შემადგენლობაში. სწორედ მისი დამაჯერებელი თამაშის წყალობით „რეალი“ ორივე ტურნირის მოგების შანსს ინარჩუნებს. ამ ეტაპისათვის, მეტოქეებმა ბელგიელის კარის ბადე 124 მატჩში 118-ჯერ შეარხიეს (საშუალოდ 0.95 გოლი).

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)