ზიდანი - ერთი ნაბიჯი ოლიმპომდე

დღეს, სამეფო კლუბი მიმდინარე სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს გამართავს. მადრიდელები ლონდონში, „სტემფორდ ბრიჯზე“ შეეცდებიან ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალური მატჩის საგზურის მოპოვებას.


მომდევნო დაპირისპირება მეტად მნიშვნელოვანია ზინედინ ზიდანისათვის. მას კარგი შანსი აქვს მეოთხედ გაიყვანოს დამოძღვრილები ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ამით 3 ლეგენდარული მწვრთნელის მიღწევა გაიმეოროს. აქამდე, აღნიშნული შედეგის დაფიქსირება მხოლოდ მარჩელო ლიპიმ, ალექს ფერგიუსონმა და კარლო ანჩელოტიმ შეძლეს.

იტალიელმა დამრიგებელმა „იუვენტუსით“ სამჯერ, ხოლო „მილანით“ ერთხელ იასპარეზა ჩ/ლიგის ბოლო მატჩში. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ასეთი წარმატებისა, ლიპის მონაგარი მხოლოდ ერთი ტიტულით შემოიფარგლა.

სერ ალექს ფერგიუსონმა 1999-სა და 2008 წლის ფინალები (შესაბამისად, „ბაიერნთან“ და „ჩელსისთან“) ტრიუმფით დაასრულა, ხოლო შემდეგ ორჯერ იწვნია მარცხი „ბარსელონასგან“ (2009 და 2011 წლებში).

რაც შეეხება კარლო ანჩელოტის, „მილანის“ თავკაცის რანგში პირველი ფინალი 2003 წელს ჩაატარა, სადაც პენალტების სერიაში „იუვენტუსი“ დაამარცხა. შემდეგ იყო 2005 წლის დრამატული ფინალი „ლივერპულთან,“ რასაც 2 წელში იმავე „მერსესაიდელებთან“ მატჩი და უკვე ტიტული მოჰყვა, ხოლო უკანასკნელად, პაპა კარლო 2014 წელს ნახეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში. უკვე „რეალის“ მესაჭის სტატუსით, „ატლეტიკოს“ ძლევაში შეიტანა წვლილი (4-1).

ზინედინ ზიდანს კი ამ ბუმბერაზ მწვრთნელებთან შედარებით, უნიკალური გამოცდილება აქვს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ სტადიაზე - 3 მატჩი და 3 ტიტული. იმედია, ფრანგი სპეციალისტი მეოთხედაც მოახერხებს გულშემატკივრების გახარებას.

AS



dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)