ვასკესი:,,ზიდანი ყოველთვის გვეუბნება, რომ აწმყოთი უნდა ვისიამოვნოთ"

ლუკას ვასკესმა მიმდინარე სეზონის სირთულეებზე ისაუბრა.


„საჭიროა არსებულ სიტუაციასთან ადაპტირება. ჩემი აზრით, მიმდინარე სეზონი საკმაოდ რთული გამოდგა. გუნდში ბევრჯერ დაფიქსირდა ტრავმის შემთხვევა, რასაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტებიც დაემატა.“

„ვფიქრობ, გარდამტეხ მომენტში მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა სამეფო კლუბი. ჩვენ ყველას დავანახეთ, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი გუნდი. შემადგენლობაში შეუცვლელი ფეხბურთელი არ გვყავს. ყველას დამსახურების მიხედვით ეძლევა სათამაშო წუთები და სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენი წარმატების საიდუმლოც.“

„ორივე ტურნირის მოგება გვწყურია, რომელშიც ვასპარეზობთ. ვგონებ, ეს იქნებოდა სეზონის იდეალური დასასრული. თითოეულ მატჩს, როგორც ფინალს ისე ვუყურებთ.“

„ზიდანი ყოველთვის გვეუბნება, რომ შესაძლებელია უკანასკნელად ვიმყოფებით მსგავს სიტუაციაში, შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა ვისიამოვნოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ მოედანზე.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)