კროოსი: „ვფიქრობ, ის შემდეგ სეზონსაც „რეალში“ გაატარებს“

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ, ტონი კროოსმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.


„ჩვენ მაქსიმალურად მოტივირებულნი ვართ და „რეალი“ ყველაფერს გაიღებს მოედანზე სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად. ვფიქრობ, ხარისხიანი ბურთაობა წარმატების გასაღები იქნება.“

„როგორც ყოველთვის, საიმედოდ უნდა ვიასპარეზოთ დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს. ამასთანავე, უნდა შევქმნათ იმაზე მეტი საგოლე მომენტი, ვიდრე პირველ შეხვედრაში. თუ ამას გავაკეთებთ, ლონდონურ კლუბს 1/2 ფინალიდან გამოვთიშავთ და ფინალში ვიასპარეზებთ.“

„ტრავმებისა და სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, მიმდინარე სეზონი საკმაოდ არაკომფორტული გამოდგა. მიუხედავად ყველაფრისა, ახლა არის მაისი და ორივე ტურნირის მოგების შანსს ვინარჩუნებთ, რაც მნიშვნელოვანია. ბევრი საუბრობს ჩვენს დაღლაზე და ესეც ნორმალურია. მომავალ მატჩში ბოლომდე ვიბრძოლებთ.“

„ყველამ კარგად ვიცით აზარის შესაძლებლობები. სამწუხაროდ, დაზიანებების ფონზე მას არ მიეცა თავის გამოჩენის საშუალება. ახლა ედენი უკეთესად გრძნობს თავს. ის ნებისმიერი მეტოქისთვის სახიფათო მოთამაშეა. ვერ გეტყვით, რამდენ წუთს მიიღებს „ჩელსის“ წინააღმდეგ, თუმცა მთავარია, რომ მწვრთნელის განკარგულებაშია.“

„ნახევარფინალის პირველი თამაშის პირველ ტაიმში ცუდად გამოვიყურებოდით პრესინგის დროს. ვფიქრობ, გვიან ჩავერთეთ მატჩის მიმდინარეობაში და მოწინააღმდეგემ ამით ისარგებლა. შემდეგ დავიწყეთ კომპონენტების გამოსწორება. მეორე ნახევარში ბურთიც დავიჭირეთ, მაგრამ მომენტების ნაკლებობას განვიცდიდით. “

„არანაირი დისკომფორტი. თავს კარგად ვგრძნობ.“

„„რეალს“ საუკეთესო ტრიო ჰყავს ნახევარდაცვაში? ვერ გეტყვით, ვინაიდან ხშირად არ ვუყურებ ფეხბურთს. მე მხოლოდ „რეალზე“ შემიძლია საუბარი და სიმართლე გითხრათ, მომწონს მსგავსი შეფასებების მოსმენა. აქ ვართ იმისათვის, რომ ტიტულები მოვიგოთ, სხვა შემთხვევაში საუკეთესოობაზე საუბარი უაზრობა იქნება.“

„ანტონიო ბლანკო კარგი ფეხბურთელია. შეიძლება ის დიდი დოზით არ გვინახავს საქმეში, თუმცა თითოეულ ჯერზე ეტყობა კვალიფიციურობა. რაც მთავარია ბურთს არ უფრთხის და საკმაოდ თავდაჯერებულია.“

„დარწმუნებული ვარ, ზიდანი შემდეგ სეზონშიც ჩვენი დამრიგებელი იქნება. ამას კონტრაქტიც ითვალისწინებს.“

„„ჩელსიში“ გუნდურობის პრინციპი მოწინავე პოზიციაზეა. ცხადია, ეს არ მიკვირს, ვინაიდან მათ სათავეში გერმანელი მწვრთნელი დგას. ისინი კარგად იცავენ თავს და მაღალ სიჩქარეებს ანიჭებენ უპირატესობას. თავის მხრივ, „რეალს“ ასეთი მატჩების დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს.“

„ჩემი აზრით, გუნდის ფიზიკური კონდიციები დამაკმაყოფილებელია. პირველ შეხვედრაში რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლდა, ახლა კი საპირისპირო სურათია. თითოეული ჩვენგანი მზად არის თავდაუზოგავი შრომისთვის.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)